#სახლისკენ - 5 ივნისი გარემოს დაცვის მსოფლიო დღეა
#სახლისკენ - 5 ივნისი გარემოს დაცვის მსოფლიო დღეა

1972 წლის 15 დეკემბერს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 5 ივნისი გარემოს დაცვის დღედ გამოაცხადა. ამ დღეს სტოკჰოლმში გაიხსნა გაეროს კონფერენცია, რომელიც ადამიანის საარსებო გარემოს პრობლემების განხილვას მიეძღვნა. გარემოს დაცვის დღის აღნიშვნა მიზნად ისახავს ადამიანთა გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებას, გარემოს მდგრადი განვითარებისათვის ხელშეწყობას და გარემოს შენარჩუნებისა და გაუმჯობესებისათვის ბრძოლაში საზოგადოების აქტიურ მონაწილეობას. წლევანდელი გარემოს დაცვის საერთაშორისო დღის სლოგანია – „ჩვენ ერთად შევძლებთ შევამციროთ ჰაერის დაბინძურება“.იმის შესახებ,თუ რა ღონისძიებებით აღინიშნა ეს დღე საქართველოში, გადაცემაში – „სახლისკენ“ სატელეფონო ჩართვით ისაუბრა გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორმა თამარ ალადაშვილმა.