#სახლისკენ - „ცხოვრება მშვენიერია“
#სახლისკენ - „ცხოვრება მშვენიერია“

ფონდი „ცხოვრება მშვენიერია“ 2018 წლის ნოემბრიდან ახორციელებს პროექტს #მოდითეატრში, პროექტის პირველი ეტაპი იყო საპილოტე, რომელშიც მონაწილეობა მიიღო ქ. თბილისში არსებულმა 14-მდე თეატრმა. პროექტის წარმატებით განხორციელების შედეგად ფონდმა შეძლო შემოსული თანხით დახმარებოდა 20-მდე სხვადასხვა საჭიროების მქონე ბენეფიციარს. რის გამოც გადაწყდა, პროექტში ჩაერთონ თეატრები მთელი საქართველოს მასშტაბით, რათა შესაძლებელი გახდეს უფრო მეტი ადამიანის დახმარება. პროექტის შესახებ გადაცემას „სახლისკენ“ ესაუბრა ფონდის დამფუძნებელი ნიკა ესაკია.