#სახლისკენ - დებიუტი „ტრავიატაში“
#სახლისკენ - დებიუტი „ტრავიატაში“

167-ე სეზონის ბოლოს, 15 და 16 ივნისს, მაყურებელს კიდევ ერთხელ ექნება საშუალება თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში იხილოს ჯუზეპე ვერდის ოპერა ტრავიატა. პირველად თეატრის ისტორიაში, თბილისის ოპერის საპრემიერო სპექტაკლისთვის ევროპის ორ წამყვან თეატრში იმუშავეს: ტრავიატას დეკორაციები რომის ნაციონალურ თეატრში, იტალიაში დამზადდა, ხოლო კოსტიუმები ესპანეთში, მადრიდის Teatro Real– ის და ბარსელონას Gran Teatro del Liceo-ს ბაზაზე შეიკერა. სპექტაკლის დამდგმელი დირიჟორია ზაზა აზმაიფარაშვილი, დამდგმელი რეჟისორი – ლორან გერბერი (შვეიცარია/იტალია), დამდგმელი ქორეოგრაფი – ნინო ანანიაშვილი, სცენოგრაფი – მასიმო ბელანდო რანდონე (იტალია), კოსტიუმების მხატვარი – ესტერ მარტინი (ესპანეთი). ვიოლეტას პარტიას საოპერო სპექტაკლში პირველად შეასრულებს ახალგაზრდა სოპრანო მარიამ როინიშვილი, რომელიც სადებიუტო პარტიაზე გადაცემას „სახლისკენ“ ესაუბრა.

  

დატოვე კომენტარი