#სახლისკენ - მთელი ჩვენი პროექტი ჩვენი შვილებია - ახალი პროგრამები დაუნის სინდრომის მქონე ბავშვებისთვის
#სახლისკენ - მთელი ჩვენი პროექტი ჩვენი შვილებია - ახალი პროგრამები დაუნის სინდრომის მქონე ბავშვებისთვის

საქართველოს დაუნის სინდრომის ასოციაცია არა რომელიმე არასამთავრობო ორგანიზაციამ ან სახელმწიფო სტრუქტურამ, არამედ მშობლებმა დაარსეს. ასოციაციას 2-წლიანი იურიდიული ისტორია აქვს, მაგრამ მოძრაობა პრაქტიკულად 20 წელს ითვლის. მშობლებმა, თავდაპირველად, სტიგმასთან ბრძოლით დაიწყეს. აქტივობებმა გაამართლა, საზოგადოებაში ცნობიერება და მიმღებლობა გაიზარდა. მოგვიანებით, ასოციაციამ გახსნა სოციალური საწარმო ბაბალე და დააარსა გიგოს ფონდი. საწარმოში შშმ პირები არიან დასაქმებულები. მათი ნაწარმის გაყიდვით მიღებული შემოსავალი ასოციაციის მიზნებს ხმარდება. გიგოს ფონდი კი გადაუდებელი სამედიცინო დახმარების იმ ნაწილს აფინანსებს, რომელსაც სახელმწიფო არ ფარავს. ასოციაციაში ამბობენ, რომ მთელი პროექტის შინაარსი და გეგმა მათი შვილებია. სწორედ მათი საჭიროებების მიხედვით ადგენენ პროგრამებს. ამ ეტაპზე 4 მიმართულებით მუშაობენ. ამ მიმართულებების შესახებ გადაცემაში „სახლისკენ“ საქართველოს დაუნის სინდრომის ასოციაციის ხელმძღვანელმა ლია ტაბატაძემ ისაუბრა.