#სახლისკენ - ქართული სტარტაპი 500,000 დოლარის მოსაპოვებლად იბრძოლებს
საქართველოში გლობალური სტარტაპ კონკურსი „Seedstars თბილისი 2019“ ჩატარდება. ღონისძიებას სათავეში ორგანიზაცია SeedstarsWorld-ი უდგას, რომელიც სტარტაპ კონკურსის მეშვეობით მსოფლიოს 75 ქვეყანაში ტალანტებს ეძებს და მხარს უჭერს ინოვაციური მეწარმეობის გავითარებას. Seedstars თბილისი 2019- ის კონკურსის ფარგლებში 20 სტარტაპი შეირჩევა. იდეის ავტორები სტარტაპ კონცეფციების მოსამზადებლად ტრენინგებს მოწვეული მენტორების დახმარებით გაივლიან. გამარჯვებული კომპეტენტური ჟიურის მიერ საუკეთესო სტარტაპიდან გამოვლინდება, რომელიც საქართველოს შვეიცარიაში, გლობალურ Seeedstars სამიტზე წარადგენს, სამიტის გამარჯვებულს კი ინვესტიციის სახით მთავარი პრიზი 500 000 აშშ დოლარი გადაეცემა. სტარტაპ კონკურსის შესახებ გადაცემაში სახლისკენ სტარტაპ-საქართველოს დირექტორი – გიორგიო ლომიძე ესაუბრა.