#სახლისკენ - მსჯავრდებულ პირსა და დაზარალებულის უფლებამონაცვლეს შორის მედიაციის საერთო შეხვედრა პირველად გაიმართა
#სახლისკენ - მსჯავრდებულ პირსა და დაზარალებულის უფლებამონაცვლეს შორის მედიაციის საერთო შეხვედრა პირველად გაიმართა

საქართველოში პირველად შედგა აღდგენითი მართლმსაჯულების პროგრამის – სისხლის სამართლის მედიაციის საერთო შეხვედრა მსჯავრდებულ პირსა და დაზარალებულის უფლებამონაცვლეს შორის. შეხვედრამ საშუალება მისცა პირობით მსჯავრდებულსა და დაზარალებულს ესაუბრათ დანაშაულთან დაკავშირებით, გაეზიარებინათ ემოციები ერთმანეთისათვის და შეთანხმებულიყვნენ ზიანის ანაზღაურების საკითხზე. შეხვედრის ხელმძღვანელი (ნეიტრალური პირი) იუსტიციის სამინისტროს სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის“ მედიატორი იყო. აღნიშნული სიახლის დეტალებზე გადაცემაში „სახლისკენ“ იუსტიციის სამინისტროს დანაშაულის პრევენციის ცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, ლადო ჯავახიშვილმა ისაუბრა.