#სახლისკენ - დაბრუნება წარსულში მომავლის წარმოსახვისთვის I 08.11.2022
1) ქალების ამბები, რომლებსაც ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალური მუზეუმი ინახავს
სახლი, რომელშიც ილია ჭავჭავაძე 1889-1901წწ-ში ცხოვრობდა, როგორც იმდროინდელი თბილისის კულტურულ-საგანმანათლებლო საქმიანობის მიზიდულობის ცენტრი – ამიერკავკასიაში პირველი რენტგენისა და ელექტროთერაპიის კაბინეტი მიხეილ გედევანიშვილის ხელმძღვანელობით;
მაქსიმე შარაძის სტამბა, რომელშიც „ივერია“ იბეჭდებოდა და სახლში განთავსებული გაზეთის რედაქცია;
სამკითხველო დარბაზი, სადაც ფილიმონ ქორიძეს გალობის კურსები მიჰყავდა, ქართული საგალობლების პირველი ბეჭდური გამოცემა და მუზეუმის მიერ აღდგენილი ილიასეული ხუთშაბათობების ტრადიცია;
ელისაბედ ჭავჭავაძე-საგინაშვილისა და ოლღა გურამიშვილის აქტიური მონაწილეობა საქველმოქმედო საქმიანობაში და მათი თანამედროვე ქალები, ეკატერინე გაბაშვილი, ბარბარე ჯორჯაძე, ევროპაში განათლების მისაღებად წასული, ასევე მუდმივმოქმედი თეატრალური დასის წევრი ქალები, რომელთა მოღვაწეობასაც ეძღვნება ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალური მუზეუმის საგანმანათლებლო პროექტი „ქალები წარსულიდან“;
დროთა განმავლობაში სხვადასხვა მიზეზების გამო ილიასეული სახლის ინტერიერში მომხდარი ცვლილებები, უცვლელად შენახული სასადილო ოთახი, რომლის კედლებზეც ილიას მიერ შერჩეული შპალერია შემორჩენილი და სხვა მემორიალური ნივთები
სტუმარი: მაკა კვარაცხელია – ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალური მუზეუმის კურატორი
2) ხუთი ეკრანი, რომელსაც თანამოაზრეთა „ქსელი“ ანათებს
„ქსელი“ საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მცხოვრები, საერთო იდეების ირგვლივ გაერთიანებული ადამიანებისა და ორგანიზაციების კავშირია, რომელიც მიზნად ისახავს რეგიონებში კულტურაზე ხელმისაწვდომობის გაზრდას.
„ქსელის“ პროექტი „5 ეკრანი“, რომელიც საქართველოს რეგიონებში მიტოვებული ან ფუნქციადაკარგული კულტურული სივრცეების გაცოცხლებას ისახავს მიზნად და პროექტის ფარგლებში გორის მუნიციპალიტეტის სოფ. ბეთლემის, ამბროლაურის, ბოლნისის, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფ. სამშვილდისა და კასპის მუნიციპალიტეტის სოფ. კოდისწყაროს მიტოვებული კულტურის სახლების შენობებში კინოჩვენებას გეგმავს. ღონისძიების ორგანიზატორები არიან KSELI • ქსელი და კომლი • komli
სატელეფონო ჩართვა კინოჩვენებიდან სოფ, ბეთლემში: ლაზარე გობეჯიშვილი – „ქსელის“ თანადამფუძნებელი და ანა ბარჯაძე, რეჟისორი, „ქსელის“ გორის მხარის წარმომადგენელი
3) რუბრიკა „კულტინფო“ ნინო იმერლიშვილთან ერთად
ახალგაზრდა ვარსკვლავის, სელენა გომეზის შესახებ გადაღებულმა დოკუმენტურმა ფილმმა მსოფლიო მედიის ყურადღება მიიპყრო. მსახიობმა და მომღერალმა ფილმში მენტალური ჯანმრთელობის პრობლემებზე საჯაროდ ისაუბრა
Web3 – ინტერნეტ სივრცის ახალი თაობა, რომელიც მომხმარებელს ახალ შესაძლებლობებს მისცემს.
ლაბორატორიაში შექმნილი სისხლი – ახალი სამეცნიერო ექსპერიმენტი, რომელმაც მომავალში შესაძლოა უამრავი ადამიანის სიცოცხლე იხსნას
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: