#სახლისკენ – თსუ-ს დოქტორანტურის სტუდენტების მნიშვნელოვანი კვლევები არქეოლოგიის და მაღალი ენერგიების ფიზიკის მიმართულებით

21:23, 06.06.2022
-0:00

თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტურის სტუდენტი ლანა ჩოლოგაური არაერთი მნიშვნელოვანი არქეოლოგიური პროექტის მონაწილეა, ამჯერად კი იკვლევს ანტიკური ხანის ვერცხლის ჭურჭელს საქართველოდან;

ამავე უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტის დოქტორანტურის სტუდენტი, თსუ-ს მაღალი ენერგიების ფიზიკის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი გოგიტა პაპალაშვილი მუშაობს თემაზე, რომელიც მოიცავს ფიზიკაში ყველაზე „უცნაური“ და იდუმალი ნაწილაკების – ნეიტრინოების ექსპერიმენტულ კვლევებს, რისთვისაც შექმნილია საერთაშორისო სამეცნიერო კოლაბორაცია სახელწოდებით KM3NeT, რომელიც ხმელთაშუა ზღვაში 2500 და 3500 მეტრის სიღრმეზე ნეიტრინულ ტელესკოპს აშენებს.

სტუმრები: ლანა ჩოლოგაური და გოგიტა პაპალაშვილი.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში:

 

მსგავსი