პიკის საათი - 18.03.2024
პიკის საათი - 18.03.2024

1) რადიოგიდი ლიტერატურის მუზეუმს ესტუმრა, სადაც ლეო ქიაჩელის დაბადების 140 წლისთავისადმი მიძღვნილი გამოფენაა წარმოდგენილი

საგამოფენო სივრცეში წარმოდგენილია მწერლის ბიოგრაფიისა და შემოქმედების ამსახველი ფოტოები, პირადი მიმოწერა, უნიკალური გამოცემები, სხვდასხვა მხატვრის მიერ შესრულებული პორტრეტები და ნაწარმოებების ილუსტრაციები.

რესპონდენტი: ლაშა ბაქარაძე – ლიტერატურის მუზეუმის დირექტორი.

ავტორი: ეკა ხითარიშვილი.

 

2) ქართველი ქველმოქმედი ქალები

10 ქალი, რომლებიც თავიანთ ინტელექტუალურ რესურსსა და ძალისხმევას დაუზარებლად დებდნენ სხვების განათლებაში.

ესენი არიან: მარიამ ჯამბაკურ-ორბელიანი, ანასტასია ერისთავი-ხოშტარია, ბარბარე ვარინკა მაჭავარიანი-წერეთელი, დომინიკა ერისთავი, ელენე ყიფიანი, ალექსანდრა (საშა) ჭილაია-ჩიქოვანი, ეკატერინე ფორაქიშვილი-სარაჯიშვილი, ეკატერინე თარხნიშვილი-გაბაშვილი, ოლღა გურამიშვილი და ანასტასია თუმანიშვილი-წერეთელი.

სტუმრები: ნინი მირაბალდი – ა(ა)იპ „მირაბალდების“ დამფუძნებელი, კესარია კეკუტია – ილუსტრატორი.

 

3) ნარჩენების გადამუშვების საერთაშორისო დღე!

სტუმარი: ანა პეტრიაშვილი – CENN-ის კომუნიკაციების მენეჯერი.

 

4) სკოლის თანამედროვე ბიბლიოთეკარი

თანამედროვე სკოლაში ბიბლიოთეკას, როგორც ცოდნის მიღების განსაკუთრებულ სივრცეს, გამორჩეული ადგილი უჭირავს.

ამ ადგილის უნიკალურობას საბიბლიოთეკო რესურსებთან ერთად კვალიფიციური ბიბლიოთეკარი განაპირობებს, რომელიც თავისი საქმიანობით არის პედაგოგის თანამოაზრე და გულშემატკივარი, მოსწავლის კონსულტანტი და მშობლის მეგობარი. ეს ტრენინგიც სწორედ იმაზეა, თუ როგორ ჰყავდეს სკოლას ამ უნარების მქონე ბიბლიოთეკარი.

რესპონდენტი: ნინო პავლიაშვილი – ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის დირექტორი.

 

5) „რეტროსპექტივა“

გიორგი ჩაჩანიძის პერსონალური გამოფენა დ.შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში.

სტუმარი: გიორგი ჩაჩანიძე – მხატვარი.

წამყვანი: მარიამ ჩოჩია.

პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: