პიკის საათი - 22.11.2023
პიკის საათი - 22.11.2023

1) „თუ ზამთარში „მკვდარი“ ზღარბი იპოვეთ, ნუ დამარხავთ…“

როდის და რა პირობებში იძინებენ ზღარბები და როგორ უნდა გავარჩიოთ მძინარე ზღარბი მკვდარი ზღარბისგან?

რესპონდენტი: დავით თაქთაქიშვილი – თბილისის ზოოპარკის დირექტორის მოადგილე სამეცნიერო დარგში.

 

2) თამარ დე ლეტე-ვაჩნაძე – ქართველი მხატვარი, რომელიც კრისტიან დიორისთვის ქმნიდა ესკიზებს

საქართველოს ხელოვნების სასახლეში თამარ დე ლეტე-ვაჩნაძის ნამუშევრები და პირადი არქივი ინახება, რომელთა საქართველოში ჩამოტანა კულტურის მინისტრის ინიციატივით მოხდა.

მათ შორისაა: 30-ზე მეტი ფერწერული ტილო, 300-ზე მეტი გრაფიკული ჩანახატი და ესკიზი, 200-ზე მეტი საარქივო ფოტო.

მის პირველ მასშტაბურ გამოფენას კი საქართველოს ეროვნული გალერეა მასპინძლობს.

რესპონდენტი: გიორგი კალანდია – ხელოვნების სასახლის გენერალური დირექტორი.

ავტორი: ეკა ხითარიშვილი.

 

3) პირველად ლაშქრობაში

ლაშქრობა უფრო მეტია ვიდრე ლამაზი ხედები და კოცონთან მოყოლილი ისტორიები.

ბუნებამ ჩვენი მეგობრობა, ფიზიკური და მენტალური შესაძლებლობები გამოგვაცდევინა.

ამბობთ, რომ ბუნება გიყვართ? ბოლოს როდის იყავით ლაშქრობაში?

ავტორი: ლიზა ჩაჩანიძე.

 

4) Tripcamp – ბუნებაში დასარჩენი ადგილების დასაჯავშნი მობილური აპლიკაცია

ბუნებაში დასარჩენი ადგილების დასაჯავშნი მობილური აპლიკაცია, რომელიც მომხმარებლებს მოგზაურობის განსხვავებულ გამოცდილებას სთავაზობს.

რესპონდენტი: ხატია სვანაძე – სტარტაპერი, Tripcamp-ის აღმასრულებელი დირექტორი.

 

5) ექიმები არ ხუმრობენ – 25  

1998 წელს დიდი საკონცერტო დარბაზის სცენაზე სხვადასხვა თაობის ექიმებმა ხელოვნების ნამდვილი ზეიმი მოაწყვეს, რითაც უდიდესი როლი შეასრულეს მედიცინის მუშაკების შელახული ავტორიტეტის აღდგენის საქმეში და საზოგადოებას შეახსენეს, რომ ამ დარგში მრავალმხრივი ნიჭით დაჯილდოვებული ადამიანები მოღვაწეობენ.

25 წლის შემდეგ ექიმები განახლებული შემადგენლობით, განახლებული რეპერტუარით, მაგრამ იმავე შემართებითა და სიხარულით უბრუნდებიან აუდიტორიას.

სტუმრები: ჯონი ჯანაშია და მარიამ თევზაძე.

წამყვანი: მარიამ ჩოჩია.

პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: