პიკის საათი - 23.11.2023
პიკის საათი - 23.11.2023

1) თანამედროვე ლიტერატურის კვირეული

გამომცემლობა „ინტელექტი“ თანამედროვე ლიტერატურის კვირეულის ფარგლებში მკითხველს ავტორებთან შეხვედრასა და ახალი გამცემების გაცნობას სთავაზობს.

კვირეული 21 ნოემბერს დაიწყო და 25 ნოემბერს დასრულდება.

სტუმარი: ნატო დავითაშვილი – მწერალი.

 

2) დარაბებს მიღმა ისევ გაზაფხულია  

„ახლა უკვე თითქმის დავიწყებას მიეცა, მაგრამ ჩემთვის ძალიან მნიშნელოვანია ღირსეული დამოკიდებულება ავტორის ტექსტის მიმართ. მადლობა იმ სულიერი კომფორტისთვის, რომ სცენაზე იყო ის რაც მინდოდა მომესმინა და მენახა, რაც ყველაზე რთული გზაა რეჟისორისათვის“, – ლაშა თაბუკაშვილი.

თბილისის სანდრო ახმეტელის დრამატულ თეატრში პრემიერაა – ლაშა თაბუკაშვილის ცნობილი პიესა „დარაბებს მიღმა გაზაფხულია“ ქართულ სცენაზე კიდევ ერთხელ გაცოცხლდება.

სტუმარი: ლაშა გოგნიაშვილი – რეჟისორი.

სატელეფონო ჩართვა: ლაშა თაბუკაშვილი – მწერალი; დრამატურგი.

 

3) თამარ მუსერიძე BBC-ის მსოფლიო ინფლუენსერი ქალების ასეულში

„მუსერიძეს ორგანიზაცია ასობით ოჯახს დაეხმარეა გაერთიანებაში, მაგრამ ის კვლავ ეძებს საკუთარ ოჯახს“. – წერს BBC.

შეგახსენებთ, რომ დაკარგული ნათესავების მოძიების მიზნით თამარ მუსერიძემ Facebook-ზე შექმნა ჯგუფი ვეძებ, რომელშიც 230 000-ზე მეტი ადამიანია გაწევრიანებული.

სტუმარი: თამარ მუსერიძე – ჟურნალისტი.

 

4) ერლომ ახვლედიანი – 90 – ფრაგმენტები „პიკის საათის“ არქივიდან

წამყვანი: დავით ველიჯანაშვილი.

პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: