პიკის საათი - 24.05.2023
პიკის საათი - 24.05.2023

1) „მშვიდობით ძმებო, გვხვრეტენ ამაღამ“

შინაგან საქმეთა სამინსიტროს არქივში დაცულ დოკუმენტებზე დაყრდნობით გამოცემული მონოგრაფია, რომელიც 1923 წლის 21 მაისს, დღევანდელი ვარკის პარკის ტერიტორიაზე, „სამხედრო ცენტრის“ 15 ოფიცრის დახვრეტის მასალებს მოიცავს.

რესპონდენტი: ბადრი ჩერქეზიშვილი – შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივის დირექტორი.

ავტორი: მარიამ ჩოჩია

 

2) წყალაფორეთის საჯარო სკოლაში ბოლო ზარი ერთი მოსწავლისთვის დაირეკა

ღვაწლმოსილი პედაგოგების დამსახურებით წყალაფორეთის საჯარო სკოლაში არაერთი წარმატებული თაობა აღიზარდა. მიგრაციის მიუხედავად სკოლას დღესაც ყავს ნიჭიერი და პერსპექტიული ბავშვები. ასეთია სოფელ წყალაფორეთის სკოლის ერთადერთი მოსწავლეც, ვახტანგ ქელეშაშვილი, რომელმაც მე-12 კლასი მარტოდმარტომ, კლასელების გარეშე დაამთავრა. წელს სკოლაში ბოლო ზარი მხოლოდ ერთი მოსწავლისთვის დაირეკა.

რესპონდენტი: ვახტანგ ქელეშაშვილი – სოფელ წყალაფორეთის საჯარო სკოლის კურსდამთავრებული,

ავთანდილ ხიჯაკაძე – წყალაფორეთის საჯარო სკოლის პედაგოგი.

ავტორი: ეკა ხითარიშვილი

 

3) „ახალი ძველი ამბები“

68 ამბავი ქართველი და საქართველოსთან დაკავშირებული უცხოელი საზოგადო მოღვაწეების (XIX-XX საუკუნეები) ცხოვრებიდან.

ილია ჭავჭავაძე, აკაკი წერეთელი, ვაჟა ფშაველა, სოლომონ დოდაშვილი, დავით სარაჯიშვილი, იაკობ გოგებაშვილი, ივანე მაჩაბელი, ეგნატე ნინოშვილი, კოტე მესხი, რაფიელ ერისთავი, გრიგოლ ყიფშიძე ზაქარია ჭიჭინაძე, მაკო საფაროვა, ეკატერინე გაბაშვილი, ნატო გაბუნია, მარიამ ჯამბაკურ – ერისთავი, ნიკო ნიკოლაძე, ელისაბედ ჩერქეზიშვილი – უორდროპები, მარი ბროსე, არტულ ლაისტი, რატილი, მიხაი ზიჩი და ბევრი სხვა.  წიგნი ასახავს და წარმოაჩენს გამოჩენილი და ღვაწლმოსილი ადამიანების ნაცნობ, უცნობ და მივიწყებულ ისტორიებს, მათ პირად თუ საქმიან ურთიერთობებს, ამბებს, რომლითაც სუნთქავდა იმდროინდელი საზოგადოება.

სტუმარი: ქეთევან ტომარაძე – წიგნის რედაქტორი.

სატელეფონო ჩართვა: ეკა მახარაშვილი – წიგნის ავტორი.

წამყვანი: სოფო გოდუაძე

 

4) თბილისის ფოტობიენალე 2023

2023 წელის 24 მაისიდან 1 ივნისის ჩათვლით თბილისის პირველი საერთაშორისო ფოტობიენალე გაიმართება. 2023 წლის თბილისის ფოტობიენალეს თემას წარმოადგენს – „დაბადება XIX საუკუნე“.  მონაწილე ქვეყნების (საქართველო, ლიეტუვა, გერმანია) საგამოფენო სივრცეებში წარმოდგენილი იქნება XIX საუკუნის იმ მთავარი ქალაქების ხედების უნიკალური ფოტოსურათები, რომლებმაც ისტორიული როლი შეასრულეს თანამედროვე კულტურული მოდელის ჩამოყალიბებაში.

თბილისის ფოტობიენალეს კვირეული საქართველოს ფოტოგრაფ-მოყვარულთა საზოგადოების მიერ დაარსებულ ქართული ფოტოგრაფიის დღეს – 25 მაისს უკავშირდება. ეს არის თბილისში, სამხედრო დიდების ტაძარში (ამჟამად ეროვნული გალერეა) გამართული ამიერკავკასიაში პირველი ფოტოგამოფენის საზეიმო დახურვის თარიღი.

სტუმრები: ნათია წულუკიძე – პროექტის დირექტორი,

ლიკა მამაცაშვილი – პროექტის იდეის ავტორი.

წამყვანი: სოფო გოდუაძე

 

5) ქართველი მეთოჯინე თოჯინების „ოსკარის“ მფლობელი გახდა

მეთოჯინეთა კონკურის ყოველწლიურად ტარდება ეგერმანიის პატარა ქალაქ ნოიშტატში და ორი კვირა გრძელდება. ამ პერიოდში მთელი ქალაქი ამ ამბით ცხოვრობს. წლევანდელი კონკურსის პირობა იყო „ჰაერი, წყალი, მზე“

მეთოჯინეთა ოსკარი ამჯერად სამი თოჯინისგან შემდგარმა კომპოზიციამ „მშვიობის ზარები“ მიიღო.

ჩართვა გემანიიდან: ნანა ყაულაშვილი – მეთოჯინე.

წამყვანი: სოფო გოდუაძე.

პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: