ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში 24 ნოემბერს გაიხსნება და წლის ბოლომდე გასტანს ვაჟა-ფშაველას ავტოგრაფების ექსპოზიცია. ცენტრის არქივში დაცულია 362 ერთეული როგორც შემოქმედებითი მასალა, ისე მიმოწერა და საზოგადოებრივი მოღვაწეობის ამსახველი ნიმუშები.
ის, რაც საარქივო ფურცელზეა შემონახული, ყველაზე სრულყოფილი ტექსტოლოგიური დამუშავებისასაც კი ვერ გახდება საზოგადოებისათვის ხელმისაწვდომი. ამიტომ საარქივო მასალას ორი მთავარი ფუნქცია აქვს ერთი ის, რომ იგი არტეფაქტია და შენახვას საჭიროებს და მეორე – ყოველ ნიმუშს ამოუწურავი კვლევითი პოტენციალი აქვს.
სტუმარი: ესმა მანია – ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის საზოგადო მოღვაწეთა არქივის მცველი.
წამყვანი: სოფო გოდუაძე.
პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: