პიკის საათი - ირანისტიკის სწავლების სპეციფიკა საქართველოსა და გერმანიაში
პიკის საათი - ირანისტიკის სწავლების სპეციფიკა საქართველოსა და გერმანიაში

გერმანიის უნივერსიტეტების პროფესორები აღნიშნავენ, რომ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდან გერმანიაში ჩასული სტუდენტები თანაბრად წარმატებულები არიან ირანისტიკის საკითხებში. თუმცა, მალხაზ არჩვაძემ აშკარა უპირატესობად მიიჩნია სწავლების დასავლური სისტემის სისტემურობა, როცა პრაქტიკული სამუშაო თეორიული შრომების სათანადოდ შესწავლისა და გაანალიზების გარეშე წარმოუდგენელია.

რა სჭირდება სტუდენტს საიმისოდ, რომ მეცნიერად ჩამოყალიბდეს?

რა განაპირობებს  პროფესიისადმი ადამიანის სტერეოტიპულ დამოკიდებულებას?

მალხაზ არჩვაძე 2010-2016 წლებში ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლობდა. თსუ ირანისტიკის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების დასრულების შემდეგ წარმატებით გაიარა მარბურგის ფილიპსის სახელობის უნივერსიტეტის მაგისტრატურა (2016-2019) ირანისტიკის სპეციალობით. დღეს მალხაზ არჩვაძე მუშაობს სადისერტაციო თემაზე: „დისკუსია ირანის შესახებ მე-17-18 საუკუნეების ქართული სტორიოგრაფიაში: ცოდნის ცირკულაციის ტრანსოსმალური ასპექტები.“

სატელეფონო ჩართვა გერმანიიდან: მალხაზ არჩვაძე – ბამბერგის ოტტო ფრიდრიხის უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ორიენტალისტიკის ინსტიტუტის ირანისტიკის კათედრის დოქტორანტი.

წამყვანი: სოფო გოდუაძე.

პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: