#სახლისკენ - სტუ-ს დიზაინის საერთაშორისო სკოლა - საუკეთესო არჩევანი მომავალი დიზაინერებისთვის
#სახლისკენ - სტუ-ს დიზაინის საერთაშორისო სკოლა - საუკეთესო არჩევანი მომავალი დიზაინერებისთვის

მსოფლიო სტანდარტები, ახალი მიდგომები, ინგლისურენოვანი სწავლება და სტენფორდის უნივერსიტეტში ჩამოყალიბებული კონცეფცია – „დიზაინ აზროვნება“ – ეს არის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ერთ-ერთი ფაკულტეტის, დიზაინის საერთაშორისო სკოლის ძირითადი ბაზისური დებულება. სტუდენტებს საშუალება ეძლევათ, პირადად შეხვდნენ ისეთ კორიფეებს, როგორებიც არიან პულიცერის პრემიის ლაურეატი-პოლ სალოპეკი, ბრაზილიელი დიზაინერი – ედსონ ვოკერი, ავსტრიელი მიკი მარტინეკი, კომიქსების წიგნის – კაბუკის შემქმნელი დევიდ მაკი, ბავშვთა მწარმოებელი კომპანია – „ჰიპის“ დამფუძნებელი კლაუს ჰიპი და სხვა;

დაესწრონ ლექციებს ,მონაწილეობა მიიღონ მათ მიერ გამოცხადებულ კონკურსებში. რამდენად პოპულარულია დღეს მსოფლიოსა და საქართველოში დიზაინერის პროფესია, რას ნიშნავს „დიზაინ აზროვნება“ და რა მიმართულების პროექტებია საინტერესო სტუდენტებისთვის ?

სტუმრები: ნინო ხიტალიშვილი და გიორგი წოწკოლაური, სტუ-ს დიზაინის საერთაშორისო სკოლის ბაკალავრიატის სტუდენტები.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: