#სახლისკენ - 8 მაისს, ზუგდიდში ბერტა ფონ ზუტნერის სახელობის მშვიდობის პრემიის პირველი მფლობელი გამოვლინდება
ახალგაზრდული საინიციატივო ჯგუფი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიასთან და ავსტრიის საელჩოსთან ერთად საქართველოში აფუძნებს საერთაშორისო, ყოველწლიურ მშვიდობის პრემიას კონფლიქტების მოგვარების, მშვიდობის მშენებლობისა და ნდობის აღდგენის პროცესში ჩართული აქტივისტებისთვის. 8 მაისს, ზუგდიდში ბერტა ფონ ზუტნერის სახელობის მშვიდობის პრემიის პირველი მფლობელი გამოვლინდება. ამ სიახლის შესახებ გადაცემაში „სახლისკენ“ პრემიის იდეის ავტორმა, მშვიდობის აქტივისტმა სალომე ადამიამ ისაუბრა.