#სახლისკენ – 8 მაისს, ზუგდიდში ბერტა ფონ ზუტნერის სახელობის მშვიდობის პრემიის პირველი მფლობელი გამოვლინდება

21:19, 22.04.2019
-0:00

ახალგაზრდული საინიციატივო ჯგუფი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიასთან და ავსტრიის საელჩოსთან ერთად საქართველოში აფუძნებს საერთაშორისო, ყოველწლიურ მშვიდობის პრემიას კონფლიქტების მოგვარების, მშვიდობის მშენებლობისა და ნდობის აღდგენის პროცესში ჩართული აქტივისტებისთვის. 8 მაისს, ზუგდიდში ბერტა ფონ ზუტნერის სახელობის მშვიდობის პრემიის პირველი მფლობელი გამოვლინდება. ამ სიახლის შესახებ გადაცემაში „სახლისკენ“ პრემიის იდეის ავტორმა, მშვიდობის აქტივისტმა სალომე ადამიამ ისაუბრა.

  

მსგავსი