#სახლისკენ - ქართული კულტურის კერა ლაზი საფრანგეთში
#სახლისკენ - ქართული კულტურის კერა ლაზი საფრანგეთში

პარიზში დღეს ქართული დღესასწაული იმართება. ქალაქ მერიაში ქართული ცეკვის ზეიმი მოეწყობა. ქართველი ოჯახური წყვილი – დაჩი ჩაგანავა და ეკა ბოდოკია მრავალი წელია ცხოვრობენ საფრანგეთში და მათი დიდი ძალისხმევით ქართული ცეკვა საფრანგეთის კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში ჩაეწერა. ანსამბლი, რომელიც წყვილმა ჩამოაყალიბა 10 წლის გახდა. გადაცემას „სახლისკენ“ ტელეფონით ჩაერთო ეკა ბოდოკია, რამდენიმე ხნით ადრე საიუბილეო საღამოს დაწყებამდე.