#სახლისკენ - შეხვედრები რუმინეთის აკადემიაში
#სახლისკენ - შეხვედრები რუმინეთის აკადემიაში

რუმინეთის მეცნიერებათა აკადემიასა და ძველი რუკებისა და წიგნის მუზეუმში აღმოჩენილია დღემდე უცნობი მასალები. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი მათთან ერთობლივი მუშაობის საფუძველზე გეგმავს ქართველი საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი გახადოს უნიკალური მასალა რუკების, ხელნაწერებისა და საარქივო დოკუმენტების სახით. გადაცემას „სახლისკენ“ ამ მნიშვნელოვანი შეხვედრების შესახებ უამბო საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საბიბლიოთეკო რესურსების დეპარტამენტის დირექტორმა ლევან თაქთაქიშვილმა.