#სახლისკენ - სინედოკ-თბილისი 2019
#სახლისკენ - სინედოკ-თბილისი 2019

საერთაშორისო დოკუმენტური კინოფესტივალი CinéDOC-Tbilisi 8-დან 13 მაისის ჩათვლით მეშვიდედ გაიმართება. Connecting Thoughts – „დააკავშირე ფიქრები“ ამ სლოგანით ფესტივალი კიდევ უფრო უახლოვდება მაყურებელს და თემატურად დაყოფილ სექციებს სთავაზობს იმ საკითხებზე, რომელიც საქართველოსა და მსოფლიოს მასშტაბით განსაკუთრებით აქტუალურია. საგულისხმოა, რომ ფესტივალზე ნაჩვენებ ფილმებს მაყურებელი მხოლოდ იმ შემთხვევაში იხილავს, თუკი ღონისძიებას დაესწრება. CinéDOC-Tbilisi 13 მაისს საკონკურსო სექციაში წარმოდგენილი ფილმებიდან გამარჯვებულების გამოვლენის და დაჯილდოების ცერემონიით დაიხურება. კინოფესტივალზე სასაუბროდ გადაცემას „სახლისკენ“ ფესტივალის ჯგუფის წარმომადგენელი მარი გულბიანი ეწვია.

  

 

დატოვე კომენტარი