#სახლისკენ - 14 -18 ივლისს შვეიცარიის ქალაქ მონტრიოში ჩატარებულ CAUX ფორუმს პირველად ესწრებოდა ქართული დელეგაცია
14 დან 18 ივლისის ჩათვლით შვეიცარიაში, კერძოდ, ქალაქ მონტრიოში ჩატარებულ CAUX FORUM 2019-ში, რომლის სლოგანია „ადამიანის პოტენციალის განვითარება გლობალური ცვლილებებისათვის“, 70-მა ქვეყანამ, მათ შორის – საქართველომაც მიიღო მონაწილეობა. ფორუმი მნიშვნელოვანი პლატფორმაა დიალოგისთვის, ასევე მიღებული ცოდნისა და სხვადასხვა ქვეყნის მიერ დაგროვებული გამოცდილების გაზიარებისთვის. თემის დეტალებზე გადაცემაში ტელეფონით საუბრობს ქართული დელეგაციის წევრი – ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის უფროსი ნანა თავდუმაძე.