#სახლისკენ - „ნაცნობი“ და „უცნობი“ ამერიკელი ქალები 1860-1880-იანი წლების ქართულ პრესა-პერიოდიკაში
#სახლისკენ - „ნაცნობი“ და „უცნობი“ ამერიკელი ქალები 1860-1880-იანი წლების ქართულ პრესა-პერიოდიკაში

​1860-1880-იან წლებში ქართულ პრესა-პერიოდიკაში ამერიკელი ქალების შესახებ საინტერესო მასალებია გამოქვეყნებული. გადაცემის სტუმარმა, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ამერიკისმცოდნეობის დოქტორანტმა მარიამ ხატიაშვილმა მიზნად დაისახა ამერიკელი ქალების შესახებ გამოქვეყნებული მასალების ანალიზი, ქართულ საზოგადოებაში მათი სტატუსისა და იმიჯის განსაზღვრა და იმის შესწავლა, უტყუარია თუ არა ეს ინფორმაცია ამერიკის ისტორიულ წარსულთან შესაბამისობაში.