#სახლისკენ - სკრინინგის მნიშვნელობა ჰეპატიტების პროფილაქტიკაში
#სახლისკენ - სკრინინგის მნიშვნელობა ჰეპატიტების პროფილაქტიკაში

28 ივლისს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ჰეპატიტის მსოფლიო დღეს აღნიშნავს. C ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამა საქართველოში 2015 წლიდან მოქმედებს და მიუხედავად ამისა, ივარაუდება, რომ ამ ვირუსის მატარებელი ჯერ კიდევ არის 100 000 ადამიანი. ღონისძიების სლოგანია „ჩვენ ვეძებთ 100 000 დაკარგულ ადამიანს“. იმის შესახებ,თუ როგორ მიმდინარეობს პროგრამა ამ ეტაპზე, რა მიზეზით ვერ ხერხდება დაავადების დროული გამოვლენა და სად შეუძლიათ წელს მოქალაქეებს ტესტირება – სკრინინგის ჩატარება, გადაცემის სტუმარი – ზიანის შემცირების საქართველოს ქსელის პროგრამის დირექტორი – მაკა გოგია საუბრობს.