#სახლისკენ - დღეს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი საზოგადოებას ბოლო პერიოდის გამოცემებს წარუდგენს
#სახლისკენ - დღეს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი საზოგადოებას ბოლო პერიოდის გამოცემებს წარუდგენს

ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი,დღიდან დაარსებისა, სხვადასხვა სამეცნიერო მიმართულებით მუშაობს – გამოსცემს უძველეს ხელნაწერთა ტექსტს, აღწერს ცენტრში დაცულ პირად არქივებს, შეისწავლის ისტორიულ დოკუმენტებს და სხვა. დღეს ცენტრმა საზოგადოებას ბოლო პერიოდის გამოცემები წარუდგინა, რის შესახებაც, გადაცემაში „სახლისკენ“ ღონისძიებიდან ტელეფონით ისაუბრა ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორმა ზაზა აბაშიძემ.