პიკის საათი - „ვეფხისტყაოსნის“ თარგმანები და მათი უჩვეულო ისტორიები
პიკის საათი - „ვეფხისტყაოსნის“ თარგმანები და მათი უჩვეულო ისტორიები

„ვეფხისტყაოსანი“ მსოფლიოს 56 ენაზე არის თარგმნილი, ზოგიერთ ენაზე კი ის რამდენჯერმე ითარგმნა სხვადასხვა დროს და სხვადასხვა მთარგმნელთა მიერ. მაგალითად, პოემის რამდენიმე თარგმანი არსებობს გერმანულად, ინგლისურად, ესპანურად, ფრანგულად, რუსულად, ებრაულად, ოსურად, სომხურად, სპარსულად, აზერბაიჯანულად, მეგრულად და აფხაზურად.

„ვეფხისტყაოსნის“ თარგმანებს და მის ავტორებს არაერთი იდუმალი ისტორია აქვთ – ზოგიერთი თარგმანი ისე გაქრა ისტორიულ თუ პოლიტიკურ ქარცეცხლში, რომ მკითხველამდეც კი ვერ მიაღწია, ზოგიერთს გაუმართლა და თითქმის ერთი საუკუნის შემდეგ იხილა დღის სინათლე.

სატელეფონო ჩართვა: მანანა თანდაშვილი – ფრანკფურტის უნივერსიტეტის ემპირიული ენათმეცნიერების ინსტიტუტის პროფესორი.

წამყვანი: სოფო გოდუაძე.

პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: