პიკის საათი - 30.04.2024
პიკის საათი - 30.04.2024

1) ანსამბლი „მძლევარი“ 30 წლისაა!

ანსმაბლი „მძლევარი“ უკვე 30 წლისაა, ამ ხნის განმავლობაში უამრავი კონცერტი გამართა, სხვადსხვა ქვეყანას ესტუმრა და 10-მდე ალბომი გამოუშვა. დღემდე ანსამბლს ტარიელ და კახაბერ ონაშვილები ხელმძღვანელობენ.

30 აპრილს კი ანსამბლმა განმეორებითი კონცერტი გამართა, სადაც კიდევ ერთხელ აჟღერდა კლასიკური, მსოფლიო და ქართული ხალხური მუსიკის ნიმუშები.

რესპონდენტები: კახა ონაშვილი – ანსამბლ „მძლევარის“ ხელმძღვანელი;

გაბრიელ მჟავია, გაბრიელ ჩომახაშვილი – ანსამბლ „მძლევარის“ წევრები;

გიორგი სიხარულიძე – რეჟისორი.

ავტორი: ეკა ხითარიშვილი.

 

2) ერთი რეჟისორის ოთხი სპექტაკლი მიმდინარე რეპერტუარში

„ქალები“, „უჩინმაჩინის ქუდი“, „ვთამაშობთ ვოდევილს“ და საპრემიერო „უცნაური მისის სევიჯი“ – ციცინო კობიაშვილის სპექტაკლები კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში.

სტუმარი: ციცინო კობიაშვილი – რეჟისორი.

 

3) „ქამელეონის ფერი“ – მალხაზ ასლამაზიშვილის დებიუტი მწერლობაში

„ქამელეონის ფერი“ მალხაზ ასლამაზიშვილის სადებიუტო რომანია, სადაც ამბავიც და მთავარი გმირებიც მწერლის გამოგონილია. თუმცა, გარემო – ქუჩები, დუქნები, რესტორნები, სასტუმროები და, ცხადია, ადამიანები, მათ შორის ჯაშუშებიც, მართლა არსებობდნენ.

„საფოსტო კარეტა ნელა მიუყვებოდა აღმართს. ფოსტას თორმეტკაციანი შეიარაღებული რაზმი აცილებდა. თვეში ორჯერ წერილები, გაზეთები, სახელმწიფო დოკუმენტები და სხვა გზავნილები რეგულარულად გადაჰქონდათ პეტერბურგიდან ტფილისში, მხოლოდ ზამთრობით, დიდი თოვლის დროს ნაწილობრივ თუ ჩაიკეტებოდა გზა. ახლა კი წერილებთან ერთად კარეტაში განსაკუთრებულად გასაიდუმლოებული ტვირთიც იყო, კონვერტებით სავსე ტომრების ქვეშ იდო რკინით შეჭედილი და საიმპერატორო ხაზინის ბეჭდით დალუქული სკივრი“.

„ეს წიგნი ზარმაცებისთვის დავწერე. თუ ნაწარმოები მოსაბეზრებელი ხდება, თავადვე მეზარება კითხვა. უნდა ვაღიარო, რომ წიგნში იმდენად კარგი გმირები არიან მენანება მათი ამბის დასრულება. ამიტომ, შესაძლოა, გავაგრძელო კიდეც“, – მალხაზ ასლამაზიშვილი.

სტუმარი: მალხაზ ასლამაზიშვილი – რეჟისორი; სცენარისტი; დებიუტანტი მწერალი.

წამყვანი: დავით ველიჯანაშვილი.

პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: