პიკის საათი - 14.02.2025
პიკის საათი - 14.02.2025

1) საქართველოს მეგობარი ამერიკელი მწერალი ელიზაბეთ სკოტ ტერვო

ამერიკელ მწერალ ელიზაბეთ სკოტ ტერვოს ქართულ ლიტერატურულ-კულტურულ წრეებში სრული სახელით ნაკლებად მიმართავენ. მას ძირითადად ასე მოიხსენიებენ „ჩვენი ლიზი“.

იგი საბჭოთა მარწუხებიდან საქართველოს გათავისუფლების ცოცხალი ამერიკელი მემატიანეა და ეს მოვლენები ასახული აქვს კიდეც მემუარულ წიგნში „მზე არ მზეობს უშენოდ“. წიგნი ქართულად ელისაბედ გოგავამ თარგმნა.

„იგი არის „სათქმელის პოეტი“ და არა ფორმისა. ლიზი ნაკლებად იგონებს, თხზავს რასმე, იგი უფრო იხსენებს თავისას“, – ნინო დარბაისელი.

ჩართვა ნეშვილიდან (აშშ): ნინო დარბაისელი-სტრონი – პოეტი; ლიტერატურათმცოდნე.

პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.

 

2) ანა კალანდაძის საიუბილეო საღამო მეცნიერებათა აკადემიაში

„1946 წელს ანა კალანდაძე სასტიკ რეპრესიებში მოჰყვა. ეს ამბავი მის ბიოგრაფიაში განზეა გაწეული. მაშინ, როცა ანა ახმატოვასა და მიხეილ ზოსჩენკოს რესპრესიების ამბავი მთელმა მსოფლიომ გაიგო. იმ წელს, როცა ანა კალანდაძეს იდეოლოგიური კრიტიკა დაატყდა თავს, ითქვა, რომ სასწრაფოდ უნდა გამოცემულიყო პოეტის კრებული. წიგნი 7 წლის შემდეგ გამოვიდა. ანას პოეზიაში შემოსვლა დაგვიანდა და ამან დიდი გავლენა იქონია მის ბუნებაზე, ხასიათზე. ის ფრთხილი გახდა…“

რესპონდენტი: ავთანდილ არაბული – ენათმეცნიერი; საღამოს ორგანიზატორი.

წამყვანი: დავით ველიჯანაშვილი.

პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.

 

3) ანა – 100

ცოტა ხნის წინ ანა კალანდაძის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი ალბომი გამოიცა, რომელიც პოეტის 100 ლექსს და ფოტოხელოვან ბადრი ვადჭკორიას 200 ფოტოს აერთიანებს. სახელიც განსკუთრებული პასუხისმგებლობით შეურჩიეს ალბომს – „შენ ისე ღრმა ხარ“.

რესპონდენტი: ბადრი ვადაჭკორია – ფოტოხელოვანი.

ავტორი: ეკა ხითარიშვილი.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: