პიკის საათი – 29.05.2026
1) დილის ფოსტა – 29 მაისს მსოფლიო ევერესტის დღეს აღნიშნავს
2) ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში გლაციოლოგიის კვლევითი ცენტრი იხსნება
რესპონდენტი: ლევან ტიელიძე – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი გლაციოლოგიის მიმართულებით, მსოფლიო მყინვარების მონიტორინგის ცენტრის (https://wgms.ch/) და კრიოსფერული მეცნიერებების საერთაშორისო ასოციაციის (https://cryosphericsciences.org/) ოფიციალური კორესპოდენტი საქართველოში, მყინვარებზე კოსმოსიდან გლობალურად დაკვირვების საერთაშორისო ინიციატივის (https://www.glims.org/) რეგიონული წარმომადგენელი კავკასიაში, საერთაშორისო გლაციოლოგიური საზოგადოების (International Glaciological Society) მმართველი საბჭოს წევრი.
3) ვსაუბრობთ ბავშვის უფლებებზე – ბავშვის უფლებები მართლმსაჯულების სისტემაში
სტუმარი: ლევან დარბაიძე – CSL-ის ბავშვის უფლებების ცენტრის დამფუძნებელი, აფილირებული პროფესორი, მოსამართლე.
4) „პატრიარქის სიკვდილმა გაგვახსენა, თუ რას ნიშნავს ადამიანის თანადგომა! ეს რომშერჩენილი აქვს ერს, ეს უნდა დავაფასოთ!“
ეკა ტალახაძის ინტერვიუ გელა კანდელაკთან (მეორე ნაწილი).
კინორეჟისორი, პროდიუსერი, სცენარისტი,მსახიობი და არაერთი სახელოვნებო პროექტის ავტორი გელა კანდელაკი 27 მაისს 86 წლის გახდა.
5) „გედების ტბის“ ახალი რედაქცია თბილისში
სტუმარი: ნინო სამადაშვილი – თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის წამყვანი სოლისტი (პრიმა).
წამყვანები: კესო ბოჭორიშვილი, ვანიკო ქიტუაშვილი.
პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში:

