ბიზნესპარტნიორი - ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი საქართველოს ეკონომიკური ზრდის 2026 პროგნოზს 6 პროცენტამდე ზრდის I 04.06.2026
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი საქართველოს ეკონომიკური ზრდის 2026 პროგნოზს 6 პროცენტამდე ზრდის. მათივე გათვლებით, უძრავი ქონების, ტრანსპორტისა და განახლებადი ენერგიის სექტორებში მსხვილი საინვესტიციო პროექტების განხორციელებამ შესაძლოა, ეკონომიკური ზრდა კიდევ უფრო დააჩქაროს.
თუმცა, არსებობს ზრდის შენელების რისკიც.
რა გამოწვევებზე ამახვილებს ყურადღებას EBRD-ი და როგორ ესახება საქართველოს მთავრობას გაზრდილი ინფლაციის პირობებში მაღალი ეკონომიკური ზრდის მიღწევა – „ბიზნესპარტნიორი პიკის საათში“ სტუმარი ფინანსთა მინისტრის მოადგილე მიხეილ დუნდუა.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში:
