პიკის საათი - 18.01.2024
პიკის საათი - 18.01.2024

1) ლუი არმსტრონგის ალბომი ჯიპერს კრიპერს / Jeepers Creepers – 85

„თუ თქვენ მეკითხებით რა არის ჯაზი, თქვენ ვერასდროს ვერ გაიგებთ მართლა რა არის ჯაზი“, – ლუი არმსტრონგი.

85 წლის წინ ლუი არმსტრონგი უშვებს ალბომს „ჯიპერს კრიპერს“ / Jeepers Creepers

„მე გავთავხედდები და ვიტყვი, რომ ჯაზზე საუბარი აუცილებელია, რათა მაღალი რანგის ხელოვნება მივიტანოთ ახალ თაობამდე“, – ლადო ტატიშვილი

80 წლის წინ, მეტროპოლიტენის ოპერის სახლი ნიუ-იორკში პირველად მართავს ჯაზის კონცერტს ლუი არმსტრონგის, ბენი გუდმენის, ლაიონელ ჰემპტონის, არტი შოუს, როი ელდრიჯის და ჯეკ ტიგარდენის მონაწილეობით.

რესპონდენტი: ლადო ტატიშვილი – აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორი.

 

2) სერიალების საუკუნე

სტუმარი: ნიკა ესებუა – კინოს მკვლევარი.

 

3) რადიოწარდგენა – „ინდოეთის დღიური“

17 იანვარს, 19:00 საათზე „მწერლების ბარში“ გაიმართა არჩილ ქიქოძის ახალი წიგნის – „ინდოეთის დღიურის“ პრეზენტაცია.

არჩილ ქიქოძის მორიგი „ნატურალისტურ ლიტერატურული“ დღიური ინდოეთში მოგზაურობაზე გვიყვება.

წიგნში ვხვდებით კეთილ, ცნობისმოყვარე და ექსცენტრიკულ ადამიანებს – ქვეყნის მასპინძლებსა და სტუმრებს.

სტუმარი: არჩილ ქიქოძე – მწერალი; ნუკა ღამბაშიძე – საღამოს მოდერატორი.

 

4) „ჰარირა-ჰარირამა“ – დიდგორის ახალი აუდიო ალბომი

ჩართვა: გივი აბესაძე – ანსამბლ „დიდგორის“ ხელმძღვანელი.

წამყვანი: დავით ველიჯანაშვილი.

პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: