პიკის საათი - თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრის ახალი სამხატვრო ხელმძღვანელი
პიკის საათი - თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრის ახალი სამხატვრო ხელმძღვანელი

„არ ვარ ერთპიროვნულად დანიშნული კანდიდატი; თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის პოზიციისთვის ყველა საფეხური გავიარე“ – ამბობს თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი ივანე ხუციშვილი. იგი ახალ ამპლუაში უკვე შეხვდა თეატრის დასს, რომელთანაც შემოქმედებითი, თუ თეატრის განვითარებისათვის საჭირო თითქმის ყველა საკითხი განიხილა.

2023 წელს კინომსახიობთა თეატრს 45 წელი უსრულდება. ამ დასში დღემდე მოღვაწეობენ ადამიანები, ვინც მიხეილ თუმანიშვილთან ერთად შექმნა ეს თეატრი. შესაბამისად, ამოცანა – შეინარჩუნო ძველი ტარდიცია და თან  განავითარო თეატრი – რთულია, მაგრამ საინტერესო.

ივანე ხუციშვილი თვლის, რომ კინომსახიობთა თეატრის დასის ცოდნა და გამოცდილება არა მხოლოდ სპექტაკლებში, არამედ განსხვავებულ შემოქმედებით ფორმაშიც შესაძლოა აკუმულირდეს.

სტუმარი: ივანე ხუციშვილი – თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი.

წამყვანი: სოფო გოდუაძე.

პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში:

 

დატოვე კომენტარი