პიკის საათი - 19.01.2024
პიკის საათი - 19.01.2024

1) კვირის მუსიკალური სიახლეები

 

2) სოსო გელოვანი – ამერიკაში მცხოვრები ახალგაზრდა ჯაზმენი და კომპოზიტორი

სალომე ჩაჩიბაიას სიუჟეტი.

 

3) „მართვე“ საბერძნეთში 

2024 წლის 25 და 26 იანვარს, ათენის განათლებისა და კულტურის ცენტრ „კავკასიას“ მოწვევით, საბერძნეთის დედაქალაქს ესტუმრება ქართული ხალხური სიმღერის ბიჭუნათა ლეგენდარული ანსამბლი „მართვე“.

25 იანვარს ანსამბლი იმღერებს ათენის წმ. პანტელეიმონის სახ. ტაძარში და ათენის ისტორიულ კინო-თეატრში „სტუდიო“.

26 იანვარს „მართვეს“ მოსმენა შესაძლებელი იქნება მელისიის წმ. ცხოველმყოფელი წყაროს სახელობის ტაძარში.

სტუმრები: მიხეილ ჯავახიშვილი – „მართვეს“ სამხატვრო ხელმძღვანელი, ვარლამ ქუტიძე – „მართვეს“ ლოტბარი.

 

4) ედგარ ალან პო – 215

„ედგარ ალან პო კრიმინალური რომანის, როგორც ჟანრის მამამთავარია. ის შეიძლება სამეცნიერო ფანტასტიკის საწყისებთანაც დაინახო. მაგრამ, პირველ რიგში, ამერიკული ლიტერატურის დამოუკიდებლობის სიმბოლოა.

1945 წელს „ყორანის“ გამოქვეყნება ამერიკული ლიტერატურისთვის ვარსკვლავური წამია“, – კოტე ჯანდიერი.

2024 წლის 19 იანვარს ამერიკელი მწერლის ედგარ ალან პოს დაბადებიდან 215 წელი შესრულდა.

კოტე ჯანდიერს ნათარგმნი აქვს ედგარ ალან პოს „ყორანი“ (The Raven), „ზარები“ (The Bells) და „ელდორადო“ (Eldorado).

რესპონდენტი: კოტე ჯანდიერი – მწერალი.

 

5) „ახალი ბანას“ გუნდის ტურნე ინდოეთში

სტუმრები: დარისპან პრაშერი – არასამთავროვო ორგანიზაცია „კულტურული მრავალფეროვნება მომავლისთვის“ თავჯდომარე;

ლაშა გელაშვილი – გუნდის დირექტორი;

შატო კუბათაშვილი – გუნდის მუსიკალური ხელმძღვანელი;

გუნდის წევრები – საბა ბარბაქაძე, ელგუჯა გოგალაძე, ნიკოლოზ ზარიძე, ნიკოლოზ ვიბლიანი, ლუკა სტულნიკოვი და ბერიკა თაბაგარი.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: