პიკის საათი - 17.01.2024
პიკის საათი - 17.01.2024

1) აჭარელი გიდი საქართველო რუკაზე 

თამარ ორაგველიძე მასობრივი კომუნიკაციის დოქტორი, ასოცირებული პროფესორი დამოუკიდებელი გიდი და სამშობლოზე შეყვარებული ქალბატონია.

ახლა 14 წლიან გამოცდილებას სტუდენტებს უზიარებს და საქართველოში ჩამოსულ სტუმრებს საკუთარ ქვეყანას აცნობს.

გასულ წელს „მაგნოლია 2023“-ის დაჯილდოებაზე საუკეთესო გიდად დასახელდა.

რესპონდენტი: თამარ ორაგველიძე – ბოტანიკური ბაღის მარკეტინგის სამსახურის ხელმძღვანელი; მასობრივი კომუნიკაციის დოქტორი.

ავტორი: ეკა ხითარიშვილი.

 

2) პრემიერა – სამეცნიერო-პოპულარული ფილმი „მოლაპარაკე ქვები“ 

„მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში პეტროგლიფების დაცვის მიზნით ეროვნული პარკებია შექმნილი. ჩვენთან ასე არაა. არა და, ეს გამოსახულებები ანბანივითაა და ჩვენი ისტორიის წაკითხვაში გვეხმარება“, – დავით გოგუაძე.

„პეტროგლიფებს ძირითადად მთაში ვხვდებით, მათ შორის ბევრი ძალიან საინტერესო და განსხვავებულია. მაგალითად, გემს რა უნდა თუშეთში? მაგრამ არსებობს გამოსახულება, რომელზეც აფრიანი გემია გამოსახული“, – გია ლაფაური.

სტუმრები: დავით გოგუაძე – ფილმის სცენარის ავტორი და რეჟისორი; გია ლაფაური – მხატვარი.

 

3) ფარდის მიღმა – ირა კოხრეიძის ინკლუზიური თეატრი

„ზღვის კარიბჭე“ – ინკლუზიური თეატრი კონტაქტი“-ს რიგით მერვე საავტორო სპექტაკლის წარმატების ამბავი.

ინკლუზიური თეატრის გამოწვევები და პერსპექტივა საქართველოში.

სტუმრები: ირა კოხრეიძე – ინკლუზიური თეატრის „კონტაქტი“ დამფუძნებელი, რეჟისორი;

გიორგი მიქაბერიძე – ინკლუზიური თეატრის „კონტაქტი“ სამხატვრო ხელმძღვანელი.

 

4) რობერტ ბარძიმაშვილი – 90

საქართველოს დამსახურებული არტისტი, სახალხო არტისტი, მუსიკოსი, ანსამბლ „ორერას“, „ვია 75“-ის, „ჯორჯიასა“ და „ბარძიმის“ დამაარსებელი.

„ახლა ვაფასებ, მაშინ პატარა ვიყავი და არ მქონდა გააზრებული ვისთან მქონდა ურთიერთობა. სულ გვეუბნებოდა, რომ ბედნიერ ვარსკვლავზე ვიყავით დაბადებული, ეს რას ნიშნავდა ახლა ვხვდები“, – მირზა მოდებაძე

სტუმრები: გოგა ქართველიშვილი – მხატვარი; ვინილის კოლექციონერი;

გიორგი ცხვარიაშვილი, ზაზა ჭინჭარაული, მირზა მოდებაძე – მომღერლები, ჯგუფ „ბარძიმის“ წევრები.

 

5) „შეხვედრის ადგილი: მთები“ – მულტიმედიური გამოფენა

წამყვანი: მარიამ ჩოჩია.

პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: