პიკის საათი - 27.11.2023
პიკის საათი - 27.11.2023

1) ბარბარე ხარებაშვილი Radio City-ის სცენაზე!

1932 წლიდან ნიუ-იორკში ყოველწლიურად ტარდება საშობაო კონცერტი Christmas Spectacular, წელს Radio City Music Hall-ის წარმოდგენაში ქართველი გოგონა, 11 წლის ბარბარე ხარებაშვილიც მონაწილეობდა.

მან წლის ერთ-ერთი მთავარი საშობაო მიუზიკლი გახსნა.

რესპონდენტი: რუსო ხაჩიძე – ბარბარეს დედა, კულტურის ცენტრ „ფესვების“ ქართული ენის მასწავლებელი.

 

2) რადიოგიდი მედეა იმერლიშვილს ესტუმრა

ჩაიდნების კოლექცია, წერილები,ფარდაგები, წლების განმავლობაში ნაგროვები ქვები, ოთახის მცენარეები და ახალი ნამუშევრები მედეა იმერლიშვილმა საკუთარი ზღაპრული სივრცე დაგვათვალიერებინა.

რესპონდენტი: მედეა იმერლიშვილი – ჟურნალისტი;მწერალი; მხატვარი.

ავტორი: ეკა ხითარიშვილი.

 

3) „დემეტრე ფერმერობს“

გზა აქტიური ჟურნალისტიკიდან დიპლომირებულ ფერმერობამდე.

ფერმერის გზამკვლევი მეცხოველე ფერმერებისთვის, 25 ნოემბრიდან, ყოველ შაბათს დემეტრე ერგემლიძის ონლაინსესიები მეცხოველეობის ექსპერტებთან ერთად.

სტუმარი: დემეტრე ერგემლიძე – საქართველოს აგროჟურნალისტთა ასოციაციის დამფუძნებელი, ჟურნალისტი, დიპლომირებული ფერმერი.

 

4) საბავშვო ევროვიზია 2023-ის კულისები

„როდესაც დამთავრდა ქულების გამოცხადება, მე მათთან ერთად ვიყავი, ძალიან მოიწყინეს, თუმცა მოგვიანებით მიხვდნენ რომ მთელი ერი ამაყობს მათით“

რესპონდენტი: ნათია მშვენიერაძე – ევროვიზიის დელეგაციის ხელმძღვანელი.

წამყვანი: მარიამ ჩოჩია.

პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: