დამოუკიდებლობის 1028 დღე - რა გზა გაიარა საქართველომ დამოუკიდებლობის გამოცხადებამდე
გადაცემაში „დამოუკიდებლობის 1028 დღე“ მოისმენთ, რა იყო ის საეტაპო მოვლენები, რამაც ხელი შეუწყო ამ უმნიშვნელოვანესი ფაქტის დადგომას. საქართველოს განთავისუფლებისა და დამოუკიდებლობის იდეა XIX საუკუნის დასაწყისიდან მოყოლებული იყო ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის მთავარი მასაზრდოებელი წყარო. ამის დასტურია XIX საუკუნის პირველი ნახევრის ეროვნული აჯანყებები, 1832 წლის შეთქმულება, ,,თერგდალეულთა” მოღვაწეობა დიდი ილია ჭავჭავაძის თავკაცობით. მიუხედავად იმისა, რომ XIX საუკუნის 80-იანი წლებიდან (მარქსიზმის გავრცელების შემდგომ) ქვეყანაში წინა პლანზე სოციალური საკითხები წამოიწია, საქართველოს ჭეშმარიტ პატრიოტთა და საუკეთესო შვილთა მოღვაწეობის უმთავრეს მიზნად სამშობლოს განთავისუფლება და დამოუკიდებლობა რჩებოდა.
დამოუკიდებლობის 1028 დღე