დამოუკიდებლობის 1028 დღე – რა გზა გაიარა საქართველომ დამოუკიდებლობის გამოცხადებამდე

16:55, 27.05.2018
-0:00

გადაცემაში „დამოუკიდებლობის 1028 დღე“ მოისმენთ, რა იყო ის საეტაპო მოვლენები, რამაც ხელი შეუწყო ამ უმნიშვნელოვანესი ფაქტის დადგომას. საქართველოს განთავისუფლებისა და დამოუკიდებლობის იდეა XIX საუკუნის დასაწყისიდან მოყოლებული იყო ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის მთავარი მასაზრდოებელი წყარო. ამის დასტურია XIX საუკუნის პირველი ნახევრის ეროვნული აჯანყებები, 1832 წლის შეთქმულება, ,,თერგდალეულთა მოღვაწეობა დიდი ილია ჭავჭავაძის თავკაცობით. მიუხედავად იმისა, რომ XIX საუკუნის 80-იანი წლებიდან (მარქსიზმის გავრცელების შემდგომ) ქვეყანაში წინა პლანზე სოციალური საკითხები წამოიწია, საქართველოს ჭეშმარიტ პატრიოტთა და საუკეთესო შვილთა მოღვაწეობის უმთავრეს მიზნად სამშობლოს განთავისუფლება და დამოუკიდებლობა რჩებოდა.

დამოუკიდებლობის 1028 დღე

მსგავსი