პიკის საათი - 15.01.2024
პიკის საათი - 15.01.2024

1) SpaceX Starship-ის ასანთის ღერებით აწყობილი ანალოგი

300 000 ათასი (6250 კოლოფი) ასანთის ღერით ერთ წელში შექმნილი კონსტრუქცია, რომლის სიმაღლე სამ მეტრს აღწევს!

კონსტრუქცია შეიცავს რაკეტის დამჭერებს, ამწყობ მექანიზმებს, ლიფტს და ბევრ სხვა დეტალს. თავისი მასშტაბით აღნიშნული კონსტრუქცია რეკორდულია და მსოფლიოში არის მეორე.

რესპონდენტი: ალექსანდრე აბუსელიძე – კონსტრუქციის ავტორი.

 

2) რადიოგიდი მინიზეუმში – ხელნაკეთი თოჯინების მუზეუმში 

თბილისს რამდენიმე კვირის წინ შეემატა ახალი საგამოფენო სივრცე „მინიზეუმი“, სადაც თავმოყრილია სხვადასხვა ასაკის, განსხვავებული სტილის მქონე მხატვარ-მეთოჯინეების ნამუშევრები.

რესპონდენტი: მანანა რურუა – საგამოფენო სივრცე „მინიზეუმის“ კურატორი;

მარინა ბიჭიაშვილი – მეთოჯინე.

ავტორი: ეკა ხითარიშვილი.

 

3) „გააზიარე სიყვარული“

ორი თავისუფალი სულის მიჯნურის თავგადასავალი, რომლებიც კავკასიური იოგას სუნთქვის ვარჯიშების მეშვეობით მოგზაურობენ დროსა და სივრცეში, რათა გაარკვიონ, რა აუცილებელი თვისებებია საჭირო მიჯნურისთვის „ვეფხისტყაოსანის“ მიხედვით…

დავით აღმაშენებელი, შოთა რუსთაველი, გალაკტიონ ტაბიძე, ილია ჭავჭავაძე, ნიკო ნიკოლაძე, დავით სარაჯიშვილი – სცენები საქართველოს ისტორიისთვის მნიშვნელოვანი ადამიანების ცხოვრებიდან.

სტუმარი: ნიკოლოზ ხომასურიძე – რეჟისორი, სცენარისტი, პროდიუსერი;

გიორგი ბერიძე – ჟურნალისტი, მსახიობი.

 

4) ბათუმელი გრინჩი თბილისში

ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა პროფესიული სახელმწიფო თეატრი.

სტუმარი: ირაკლი კიკვაძე – სამხატვრო ხელმძღვანელი, ალექსანდრე გაბაიძე და კობა ფაცურია – მსახიობები.

 

5) დაწერე სიმღერა ნუცასთვის 

ჩართვა: გიორგი ასანიშვილი – მუსიკალური პროდიუსერი.

წამყვანი: მარიამ ჩოჩია.

პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: