პიკის საათი - 08.11.2023
პიკის საათი - 08.11.2023

1) ილია ჭავჭავაძე და ევროპა

ქართველების მუდმივი სწრაფვა ევროპული განათლებისადმი, ილია ჭავჭავაძის პირად ჩანაწერებში ჩანიშნული სახელმწიფოებრივი მოწყობის ევროპული ქარგა, ქართველების აკადემიური ინტერესი უცხო ენებისადმი, მარიამ ჯამბაკურ-ორბელიანის ფრანგულენოვანი დღიურები, ბარბარე ყიფიანის ბრიუსელის დღიურები, მიხაი ზიჩის საჩუქარი ქართველ ერს

სტუმარი: ესმა მანია – კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის საზოგადო მოღვაწეთა არქივის მცველი.

 

2) საფეხბურთო ჩემპიონატი „მამების თასი“

ძვირფასო შვილებო და მამებო, 2023 წლის 25 ნოემბერს, გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის, საფეხბურთო კლუბ „ლოკომოტივისა“ და არასამთავრობო ორგანიზაცია Care Together-ის მიერ, კამპანიის „კაცები ზრუნავენ“ ფარგლებში, საფეხბურთო ჩემპიონატი „მამების თასი“ მეხუთედ გაიმართება, რომელში მონაწილეობის მისაღებადაც ამ ბმულზე უნდა დარეგისტრირდეთ.

წესები მარტივია:

თითოეულ გუნდში უნდა იყოს 8-12 წლის მინიმუმ ოთხი და მაქსიმუმ ექვსი მონაწილე: ორი გოგო და ორი ბიჭი (სასურველია გუნდს ორი დამატებითი მოთამაშე ჰყავდეს რეზერვში), ხოლო გუნდის მწვრთნელი აუცილებლად ერთ-ერთის მამა უნდა იყოს.

ტურნირის გამარჯვებულს გადაეცემა მამების თასი და სპეციალური პრიზები.

 

3) „ულევი“ – კერამიკის სოციალური საწარმო ხანდაზმულებისთვის მარტყოფში

ჭაღარა გოგო-ბიჭებისთვის ხალისი, რომ დაებრუნებინა გადაწყვიტა ხანდაზმულებისთვის მარტყოფში კერამიკის სოციალური საწარმო გაეკეთებინა.

საცხოვრებლად მარტყოფში გადავიდა, შენობა საკუთარი ხელით გაარემონტა და ასე შექმნა სოციალური საწარმო „ულევი“.

რესპონდენტები: თაკო ბაქრაძე, ფილიპე აზნაური – „ულევის“ დამფუძნებლები.

 

4) 8 ნოემბერს მსოფლიო პიანისტის დღეს აღნიშნავს

წამყვანი: დავით ველიჯანაშვილი.

პროდიუსერი: ეკა ტალახაძე

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: