როგორ უთხრის ძირს დასავლეთი საკუთარ განვითარებას - ნაწილი I

ველინგტონის ვიქტორიის უნივერსიტეტის ისტორიისა და პოლიტიკის მკვლევრის ამალ სამაჰას სტატია

თარგმნა შოთა თხელიძემ

 

  • შესავალი
  • განვითარება და უოლტერ როდნი
  • განვითარების თანამედროვე თეორიები
  • დიაგნოსტიკოსები
  • განვითარების მიმართებითი მოდელის ესკიზი
  • ცენტრის პარაზიტული და აუტოგენური განვითარება
  • დასკვნა: განვითარების მიღმა?

 

შესავალი

 

„განვითარების“ პარადგიმა არის ძირითადი მეთოდი, რითაც დასავლელი ეკონომისტები, საერთაშრისო ურთიერთობების ექსპერტები და გადაწყვეტილების მიმღები პირები პერიფერიის წარსულზე, აწმყოსა და მომავალზე საკუთარ მოსაზრებებს გამოთქვამენ. მათზე დაყრდნობით ჩვენ გვეუბნებიან, რომ „განვითრებად“ ქვეყნებს ისეთი პრობლემები აწუხებთ, რომლებიც ერთდროურად იოლი გადასაჭრელი და დაუძლეველია. ამგვარ წინააღმდეგობებს, რომლებიც უპირველესად ეკონომიკურია, ხოლო შემდგომ სოციალური და პოლიტიკური, ხშირად ინვესტიციებითა და განვითარებით ცდილობენ რომ გაუმკლავდნენ, მაგრამ როგორც ჩანს ისინი საბოლოოდ არ ქრებიან.

ამ მოცემულობიდან გამომდინარე, „განვითარებადი“ სამყარო „განვითარებულთან“ ირიბად  დაპირისპირებულია, რომელმაც უკვე დიდი ხანია მოიპოვა ის მახასიათებლები და თვისებები, რომლისათვისაც დანარჩენები ჯერ კიდევ იღწვიან. ის რომ ეს უკანასკნელნი ამ მახასიათებლებს ვერ იძენენ, ხშირად იმედგაცრუების, აპათიისა და სიბრაზის გამომწვევი ფაქტორია. ნუთუ იოლი არ იქნება, რომ მათ ძალით შეიძინონ განვითარებულთა თვისებები, მათ ეკონომიკებში, პოლიტიკურ სისტემებსა და კულტურულ ცხოვრებაში ინტერვენციით? ხომ შესაძლებელია მათთაც დაინახონ ის არსებითი მახასიათებლები, რომლებიც მათ განვთარებისკენ წაიყვანს, როგორიცაა ლიბერალური დემოკრატია, თავისუფალი ვაჭრობა და საფუძვლიანად პატივი სცენ ამ ინსტიტუციებს?

როდესაც მსგავსი ინტერვენციები კრახს განიცდიან, კიდევ ერთხელ დგება აუცილებელობა, რომ  განვსაზღვროთ თუ რას ნიშნავს „განვითარებადი“. ასეთ დროს აუცილებლად უნდა იყოს არსებითი ცვლადები ადამიანებისა თუ მათი გარემოს გასააზრებლად, რომლებიც აფერხებენ განვითარებას. ალბათ ეს ადამიანების ბრალი არ არის. შეიძლება ეს რაღაც მიკრობია წყალში, ტროპიკული ჭირი ან რომელიღაც სისხლისმწოველი მწერი. ან თუნდაც სხვა სახის პარაზიტია, რომელიც ღრმად ზის ტრადიციებში, ცრურწმენებში, რომელიც ხელს უშლის ამა თუ იმ ტყისა თუ წყლის რესურსების ეფექტურ ათვისებას. შესაძლოა ეს კულტურული მიდრეკილებაა კორუფციული მმართველობისკენ, რაც ბიუროკრატიულ პარაზიტებს კვებავს. როდესაც ეს პარაზიტები აღიგვებიან, მაშინ იქნება დაუბრკოლებელი განვითარება შესაძლებელი.

მაგრამ რა ხდება მაშინ, როცა პარაზიტები განადგურებულნი არიან, ხოლო განუვითარებლობა კვლავ სახეზეა? შესაძლოა რომელიღაც პარაზიტი კვლავ გამოგვრჩა, რომელიც ჩვენ და მათ კულტურებს განასხვავებს. შეიძლება უმჯობესია სრულად თავიდან მოვიშოროთ ეს ნაკლიანი კულტურა და მასში მოვახდინოთ იმ კულტურის ტრანსპლანტაცია, რომელსაც ისტორიული გამოცდილებით განვითარება მოაქვს.

ამგვარი ხედვებით, განვითარების პარადიგმა წარმოჩინდება, როგორც ნეიტრალური, გლობალური უთანასწორობის გააზრების უემოციო გზა, რომელიც გაზომვადი შედეგებითაა დაინტერესებული, რითაც ადამიანთა ცხოვრების დონე ემპირიულად იზომება. მაგრამ, როდესაც ეკონომიკის ექიმების დიაგნოზი მცდარი აღმოჩნდება ხოლმე და ისინი ვერ ახერხებენ პრობლემათა სათავეში პარაზიტის პოვნას, მაშინ ჩნდება ბზარები. ეს ეკონომიკის ექიმები თავს წარმოგვიდგენენ, როგორ ზუსტ და დახვეწილ ნეიროქირურგებად, მაგრამ გარკვეული დროის შემდეგ ისინი შუა საუკუნეების ქირურგ-დალაქებად გარდაიქმნებიან, რომლებიც საკუთარ პაციენტებს წურბელებით ვენებიდან სისხლს აცლიან, რათა მათი იუმორი დააბალანსონ.

„განვითარების“ პარადგიმის პრობლემები კარგად ცნობილია და მასზე ხშირად საუბრობენ. როგორც ჩვენ დავინახავთ, ამ კრიტიკის მთელი რიგი სკოლები გაჩნდნენ და გაქრნენ. მიუხედავად ამისა, განვითარების შეუმდგარი თეორიების გამოყენებას მაინც განაგრძობენ საერთაშორისო ურთიერთობების ექსპერტები, რაც შემდგომში ხშირად იწვევს ღიმილის მომგვრელი სათაურებით ნაშრომების წარმოებას.

თუმცა უფრო მნიშვნელოვანია ის, რომ მიზეზს, რის გამოც განვითარების ყავლგასული კონცეფციები ჯერ კიდევ დომინირებს საჯარო დისკურსში, წარმოადგენს ის ფაქტი, რომ ისინი აღრმავებენ იმედგაცრუებასა და ზიზღს, როდესაც საუბარია პერიფერიის განვითარების კრახზე. დასავლური ინტერვენციები უმეტესწილად გამართლებულია იმით, რომ ისინი დემოკრატიული ინსტიტუციების წარმოებას ახდენენ, რაც დაკავშირებულია განვითარებასთან. განვითარების ექსპერტები და ჟურნალისტები, რომელბიც ამ ხედვებს სერიოზულად აღიქვამენ დანის პირზე გადიან, რადგან აქ აშშ-ის ფედერალური მთავრობის „საგარეო პოლიტიკის წრეების“ ინტერვენციონისტული ფრაქციები დომინირებენ.

მაგრამ რა მოხდება თუკი „განვითარების“ შესწავლის ეპიცენტრში არა პერიფერია, არამედ თავად ცენტრი აღმოჩნდება? დავინახავთ კი, სხვა პოლუსზე მყოფ „განვითარებულ სამყაროს“, როგორც ამას პერიფერიისმცოდნეობა ვარაუდობს. თუმცა, განვითარების სრულყოფილი შედარებითი ანალიზისთვის აუცილებელია არსებობდეს სტრანდარტიზებული ხედვები თუ რას წარმოადგენს სრულად განვითარებული ნაცია, იქნება ეს მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე, ადამიანური განვითარების ინდექსი თუ საწარმოო ძალების არსებობის გარკვეული დონე. ამ სტანდარტებში ვერ მოხვდება ჯანდაცვა, რადგან კოვიდპანდემიამ ნათლად აჩვენა დასავლური უპირატესობის ილუზია მასთან გამკლავების კუთხით. თუკი სადმე არსებობს დასავლური თვითდაჯერებულობის არტეფაქტთა მუზეუმი, მაშინ 2019 წლის გლობალური ჯანდაცვის ინდექსი, პანდემიასთან გამკლავების მზაობის კუთხით, მთელ დარბაზს დაიკავებდა.

ჩვენ უკვე ვხედავთ, რომ განვითარების პარადგიმასთან დაკავშირებული დაშვებები უკვე ვალიდურობას კარგავს და იმისათვის რომ მათ რეალობასთან კავშირი შეინარჩუნონ, მათი რადიკალური ცვლილებაა საჭირო. განვითარების პარადიგმის ამოყირავება იოლი საქმე ნადვილად არ არის, თუმცა ამის პრეცედენტი გაიანელმა თეორეტიკოსმა უოლტერ როდნიმ შექმნა, მისი ცნობილი ნაშრომით „როგორ გამოუთხარა ძირი ევროპამ აფრიკის განვითარებას“. მე გავაანალიზებ იმას თუ, როგორ განსაზღვრავდა როდნი განვითარებას და როგორ იაზრებდა ის განსხვავებას განვითარებულ და განუვითარებელ სამყაროებს შორის. ასევე, გამოვიკვლევ იმას თუ როგორ უარყო როდნიმ განვითარების კონცეფცია და შეეცადა შეეცვალა ჩვენი განაზრება პასიურად „განვითარებადი“ სამყაროს შესახებ თეორიების უკუგდებით და მათ ნაცვლად განუვითარებლობის, როგორც დასავლური ოლიგარქიების მიერ აქტიურად წარმოებულ პროცესის, მტკიცების შემოტანას.

ასევე შევეცდები გავაანალიზო თუ რა შეიცვალა 1980 წლის როდნის მკვლელობიდან, განვითარების რა თეორიები აღმოცენდა მისგან და როგორ შეიცვალა საზოგადოებები, რომელთაც ის აღწერდა. კონკრეტულად, ჩემი მიზანი იქნება, ახალი ზელანდიის მაგალითზე, აღვწერო ის მასშტაბური განვითარების პროცესი, რომელიც ნეოლიბერალურ რეჟიმში გლობალურ ცენტრში წარმოიქმნა. ამაში შედის რეფლექსურ-არაპროდუქტულ მშრომელთა როლი გლობალური ცენტრი განუვითარებლობაში, რომლის ახსნაც მე დავიწყე ჩემ სტატიაში „ინოვატორები, ბულშითერები და არისტოკრატები“. სამირ ამინის მიხედვით, მე გამოვიკვლევ განვითარების ორ განსხვავებულ შესაძლებლობას: პირველი დაკავშირებული მშრომელთა საშინაო, ხოლო მეორე სავაჭრო ურთიერთობების ექსპლოატაციასთან.

საბოლოოდ, შევეხები მარქსისტებს შორის დღეს არსებულ დისკუსიას, თუ როგორ უნდა გავიაზროთ განვითარება, განსაკუთრებით, პერიფერიაში საწარმოო ძალების განვითარების კუთხით, შევეხები ეკოსოციალისტურ „ეკონომიკის არა ზრდაზე“ ორიენტირებულ არგუმენტს, ასევე ამინის თეორიას პირველ და მესამე სამყაროს შორის კავშირის გაწყვეტის შესახებ. ჩემი დასკვნის სახით, 21-ე საუკუნის სოციალიზმს არ შეუძლია საკუთარ თავს ნება მისცეს სრულად პროდუქტივისტული ან ეკონომიკური ზრდის საწინააღმდეგო პოზიციებზე ორიენტირებული იყოს. ჩვენი მიზანია, განვითარების რადიკალური გადააზრება მოვახდინოთ და არა უკრიტიკოდ მივიღოთ ან სრულად უარვყოთ მისი მიზნები.

განვითარება და უოლტერ როდნი

უოლტერ როდნის „როგორ გააღარიბა ევროპამ აფრიკა“ შეიძლება უცნაური იყოს განხილვის დაწყებისთვის. როგორც ვნახავთ, გლობალურ ცენტრში მოღვაწე განვითარების თეორეტიკოსების, მათ შორის მარქსისტების ძალიან მცირე ნაწილი მიუთითებს როდნიზე, როგორც განვითარების თეორეტიკოსზე. მას უყურებენ პირს, რომელმაც კარგად აღწერა აფრიკის განვითარება, ისე, რომ ახალი ტერმინოლოგიური დეფინიციები არ შემოუთავაზებია. მე მინდა ვაჩვენო, რომ როდნი იყო ის, ვინც შემდგომში წარმოქნილი განვთარების დისკურსების პირველადი ფორმირება მოახდინა  და რომ მის ნაშრომშია განვითარების ახალი პარადგიმების საწყისები მოცემული. როდნის საოცარი სიღრმისეული ცოდნა და პრაგმატიზმი არის მიზეზი, რის გამოც მე ამ ესსეში მას ვეყრდნობი. მე დავიწყებ იმ ორთოდოქსიების განხილვით, რომლებიც როდნიმ გამოიწვია.

როდნის პერიოდში განვითარება განისაზღვრებოდა წმინდა ეკონომიკური კუთხით ეროვნული შემოსავლის დონის მიხედვით. ეს მიდგომა წლების განმავლობაში შეიცვლა, მაგრამ ამ შემთხვევაში, როდნის შრომა გაგებული უნდა იყოს, როგორც განვითარების ხისტი ეკონომიკური დეფინიციასთან – მშპ-ს წრფივი ზრდასთან – დაპირისპირებული ხედვა. კიდევ ერთი ორთოდოქსია, რომელსაც მაშინ როდნი შეეწინააღმდეგა, ეს იყო მაშინ პროგრესულად აღქმული მიდგომა, რომ განუვითარებელი ქვეყნები „განვითარებადად“ მოეხსენიებინათ. მისი აზრით, ეს ტერმინი მიუთითებდა იმას, რომ პერიფერიულ სახელმწიფოს განუვითარებლობიდან, კოლონიზებულობდან და იმპერიალიზმიდან თავის დაღწევა ძალუძს და ახლა ამ პროცესშია. ამ შემთხვევაში, როდნი სრულად მართალი აღმოჩნდა, რადგან განუვითარებელი ქვეყნების უმრავლესობას გლობალურ ცენტრთან შდარებით განვითარების კვლავ ის ხარისხი აქვს, რაც მაშინ ჰქონდა. ამის ყველაზე თვალსაჩინო ინდიკატორია ის ფაქტი, რომ სუბსაჰარული აფრიკის ქვეყნებში ადამიანთა დღეში საშუალოდ მიღებული კალორიების რაოდენობა 2100, რაც 900 კალორიით ნაკლებია რეკომენდირებულთან შედარებით, პრაქტიკულად უცვლელია როდნის მიერ აღნიშნული რიცხვთან – 1870-2290 კალორია.

მაშინ როგორ განსაზღვრავს როდნი განვითარებას წრფივად მზარდი შემოსავლების მიღმა? როდნი იწყებს პერსონალური განვითარების საკითხით: მატერიალური დოვლათით და ემოციური კეთილდღეობით. მისი თქმით, საზოგადოებრივი ზედნაშენის მიერ განსაზღვრული კონკრეტული იდეალების მიღწევის პროცესი სუბიექტურია. ერთადერთი უნივერსალური განცხადება, რაც შეიძლება პერსონალური განვითარების შესახებ შეიძლება ითქვას არის ის, რომ ადამიანის მიღწევები სრულად დამოკიდებულია გარემო და სოციალურ პირობებზე. შედეგად, ადამიანი და არა ნებისმიერი ზრდის მეტრიკა დგას როდნის განვითარების საწყისებში.

შემდეგ მოდის განვითარება სოციალური ჯგუფების დონეზე, რაშიც მოიაზრება ინდივიდთა შესაძლებლობა მოლაპარაკებების გზით მოაგვარონ კონფლიქტები, როგორც თავად ამ სოციალურ ჯგუფში, ასევე ამ სოციალურმა ჯგუფებმა სხვა ჯგუფებთან და ბუნებასთან. საზოგადოებრივ დონეზე, ეს განვითარება მდგომარეობს სოციალურ ჯგუფების ბუნებისგან დაწესებული კონდიციებისგან სრულად გათავისულების შესაძლებლობაში, რაც თავად ბუნების მეცნიერული შესწავლით, ტექნოლოგიური განვითარებით და წარმოების წესში ორგანიზებული შრომით მიიღწევა.

თუმცა არცერთი ამ ტიპის მაღალი საფეხურის განვითარება არ უარყოფს ინდივიდუალურ დონეზე განვითარებისთვის კონდიციათა გაუმჯობესების აუცილებლობას. პირიქით, როდნისთვის ყველა ტიპის განვითარება მიმართული უნდა იყოს ინდივიდთა ბაზისურ შესაძლბელობებზე, რომ შედგნენ როგორც პიროვნებები, მიაღწიონ საკუთარ ზნეობრივ მიზნებს და შექმნან ახალი საზოგადოება. როგორც შემდგომში დავინახავთ, განვითარების ამგვარი განმარტება სხვებისგან ცაკლე დგას, რადგან ის ტრანსისტორიულია: უფრო კარგად რო განვმარტოთ, ეს დეფინიცია ვალიდურია, როგორც აქამენიდური სატრაპისა და ბოჰემიელი ბიურგერის, ასევე ინდონეზიელი ფერმერისთვის. სხვა დეფინიციები, ისეთები, რომლებიც ეფუძნება ლიბერალურ თავისუფლებას, ხშირად ჭეშმარიტნი არიან მხოლოდ თანამედროვეობისთვის, შესაბამისად ისინი დისკუსიის საკითხი არიან.

ეს განმარტება ტრანსისტორიულია, რადგან როდსნისთვის ყველა საზოგადოება განიცდიდა გარკვეულ განვითარებას, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ისინი ახლაც ვითარდებიან. ხშირ შემთხვევაში ამის მიზეზი ან იმპერიალისტური ზედმეტი ღირებულების მისი წარმოშობის ადგილიდან სხვა ადგილას გადანაწილებაა ან თავად ამ საზოგადოებებში არსებული ყავლგასული ზედნაშენი სტრუქტურები, რომლებიც რესურსების ეფექტური გამოყენების პრევენციას ახდენენ. შესაბამისად, განუვითარებლობა არა განვითარების არქონაა, არამედ ის შეიცავს მთელ რიგ დაბრკოლებებს, ვიდრე ის საზოგადოებები, რომლებიც დომინაციას ცდილობენ.

ამ საკითხს მივყვავართ როდნის ინოვაციასთან განვითარების განსაზღვრებაში: ის არსებითად და ძირეულად შედარებითია. რომ ვისაუბროთ ერთი ქვეყნის განვითარებაზე არანაირი აზრი არ აქვს თუკი მის შედარებას არ მოვახდენთ სხვა ქვეყნის განვითარებასთან. შესაბამისად, როდნის აფრიკის განუვითარებლობის ანალიზი თავიდან ბოლომდე დგას დასავლური განვითარების ანალიზსა და მათ შორის შედარებითობაზე.

როდნის ხედვა თუ რას წარმოადგენს მისთვის განვითარებული ქვეყანა ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ გავიგოთ  განვითარების დროთა განმავლობაში ცვალებადი სტანდარტები. მისთვის ევროპული და ჩრდილო-ამერიკული ქვეყნები მოიაზრებოდა განვითარებულ სამყაროდ რამდენიმე ფაქტორიდან გამომდინარე: „განვითარებული ქვეყნები ყველა ინდუსტრიალიზებულია“; „მათი სიმდიდრე წამოიქმნება მაღაროებში, ქარხნებსა და სხვა ინდუსტრიებში“; „მათი ინდუსტრიული შრომის შედეგი მაღალია, გამომდინარე განვითარებული ტექნოლოგიებისა და უნარების გამოყენებისგან; მათი სოფლის მეურნეობა იქცა ინდუსტრიად, ხოლო ეს ინდუსტრია ეკონომიკის ნაწილად, რომელიც გამოიმუშავებს ბევრს, მაგრამ ეკონომიკაში მცირე ნაწილი უკავია“.

ყველაზე გასაოცარი ამ აღწერაში არის ის, თუ როგორ მოახერხა დასავლეთმა ამ კურსის შეცვლა ან მინიმუმ სტაგნაცია ყველა იმ პუნქტში რაც ჩამოთვლილია. გლობალურმა ცენტრმა როდნის სიკვდილიდან თანდათანობითი დეინსუტრიალიზაცია დაიწყო. მაგალითად, აშშ-ის ინდუსტრიაში დასაქმებულთა წილი ადრეული მე-19 საუკუნის მაჩვენებელს გაუთანაბრდა. ასევე დასაქმებულთა შრომის შედეგები შემცირდა შრომის „ბულშითიზაციის“ ან არაპროდუქტიული სამუშაოების გაჩენით. ასევე შესუსტდა სოფლის მეურნეობაში ავტომატიაზაციის პროცესიც, რაც მწარმოებლების გადაწყვეტილებითაა განპირობებული, რომ იმპორტირებულ იაფ შრომას დაეყრდნონ და არა უფრო ხარჯიან კაპიტალის ინტესიფიკაციისკენ გადადგან ნაბიჯები.

თუმცა ეს გარემოებები არ იძლევა იმის თქმის საშუალებას, რომ როდნი ცდებოდა. ეს პროცესები ნამდვილად იყო განვითარებული ქვეყნების გაზიარებული მახასიათებლები უკვე 1972 წლიდან, მაგრამ თუკი როდნის განვითარების თეორია აღარაა ვალიდური განვითარებული სამყაროსთვის, მაშინ რა უნდა ვთქვათ იმ თეორიებზე, რომლებიც მისი მკვლელობის შემდეგ აღმოცენდნენ?!