პანშირიდან ბაქომდე: ირანი ძალაზე ორიენტირებული ევრაზიული სტარტეგიის ძიებაში

აღა ჰუსეინი: ლონდონის ეკონომიკური სკოლის კურსდამთვარებული, დასავლეთ აზიის, აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვისა და კავკასიის პოლიტიკის ანალიტიკოსი

თარგმანი: შოთა თხელიძე

 

 

ავღანეთის ჩრდილოეთში და ირანის აზერბაიჯანი-სომხეთის საზღვარზე განვითარებული მოვლენების მიმართ ოფიციალური თეირანის რეაქცია მოულოდნელი და დრამატული იყო. რეგიონში მიმდინარე ყოველისმომცველი პოლიტიკური ტენდენციების კონტექსტში, ეს რეაქციები აღიქმება, როგორც ევრაზიულ სამეზობლოში ირანის ახალი, ძალაზე ორიენტირებული სტრატეგიული პოზიციების ჩამოყალიბებად.

 

პანშირის ცრუ განგაში

აგვისტოს შუა რიცხვებში, ავღანეთის ჩრდილო-აღმოსავლეთში, პანშირის პროვინციაში გამაგრებული წინააღმდეგობის ალიანსი პირობას დებდა, რომ თალიბანის ახალ რეჟიმს არ შეეგუებოდა. ორ მხარეს შორის გარდაუვალ შეტაკებას ფართოდ აშუქებდა ინდური მედია, რომელმაც ვიდეოთამაშების კადრები გაუშვა, როგორც პაკისტანის სამხედრო ოპერაციაში ჩართულობა თალიბანის დასახმარებლად.

ამგვარი დეზინფორამაციული კამპანია გასაკვირი არ ყოფილა, რადგან ოფიციალური დელი თალიბანს პაკისტანის პირდაპირ ან უახლოეს მოკავშირედ აღიქვამს. გასაკვირი იყო ირანის მხრიდან ამ დეზინფორმაციის უპირობო მიღება.

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა პანშირში თალიბანის შეჭრა დაგმო და განაცხადა, რომ ირანი გადახედავდა პაკისტანის ჩართულობის შესახებ ინფორმაციას.

პანშირის წინააღმდეგობის მიმართ თალიბანის ქმედებებისა და ამ პროცესში პაკისტანის ჩარევის მიმართ ირანის მკაცრი კრიტიკა რეალურად, ინდური წყაროებიდან გაჟღერებული ინფორმაციით არ იყო განპიროებებული. ეს ინფორმაციები იყო თეირანისთვის იმის წინაპირობა, რომ მას თალიბანზე წნეხი გაეძლიერებინა და თალიბანისთვის ეჩვენებინა, რომ მათ ავღანეთის საშინაო პოლიტიკაში ირანის პოლიტიკური პრეფერენციები გაეთვალისწინებინა.

ირანის ამგვარი პოზიცია გამომდინარეობდა იმ სურვილიდან, რომ პოსტამერიკული ავღანეთი ირანის გეოპოლიტიკურ ქსელში ინტეგრირებულიყო. მართლაც, თალიბანი, როგორც ისლამისტური, არასახელწმიფო აქტორი ძლიერი სამხედრო ძალითა და პოლიტიკური ძალაუფლებით, ირანისთვის საინტერესოა, რადგან თალიბანის ამგვარი აღწერა ნათლად ესადაგება ირანის მოკავშირეებს ერაყში, სირიაში, ლიბანში, პალესტინასა თუ იემენში.

თუმცა, თალიბანისთვის საყურადღებო უნდა იყოს ის, რომ მისი ანტიშიიტური ქმედებები ირანის რეგიონულ კავშირში გაერთიანებას შეაფარხებს და ახალ სამხედრო-პოლიტიკურ პრობლემებს წარმოქმნის თეირანთან.

ირანი უკვე მანამდე ემზადებოდა ავღანეთში წამყვანი როლის შესასრულებლად და მისი ავღანური პოლიტიკის ცალმხრივად გასატარებლად. ამის მაგალითი იყო მოსკოვის მხრიდან შეთავაზებულ ავღანეთის საკითხზე მრავალმხრივი დიპლომატიისა და კოორდინაციის, რუსეთი-აშშ-ჩინეთი-პაკისტანის „გაფართოებული ტროიკის“ პლათფორმაში მონაწილეობაზე უარის თქმა.

ავღანეთში რუსეთის სპეციალურმა წარმოამდგენელმა, ზამირ ქაბულოვმა ირანი დაახასიათა, როგორც ერთ-ერთი ყველაზე მნიშველოვანი მოთამაშე ავღანეთში და სინანული გამოხატა მათი მხრიდან ჩართულობაზე უარის თქმაზე, რადგან ირანი იზიარებს „გაფართოებული ტროიკის“ მონაწილე ქვეყნების ინტერესებს ისეთ საკითხებზე, როგორიცაა ავღანელ ლტოლვილთა ემიგრაცია და ავღანეთში ხორასანის ისლამური სახელმწიფოს არსებობა.

ირანს მის გადაწყვეტილებაზე ოფიციალური განცხადება არ გაუვრცელებია, თუმცა ქაბულოვის თქმით, ეს განპირობებული იყო თეირანის აშშ-სთან დაძაბული ურთიერთობით.

 

აზერბაიჯანი ირან-ისრაელის კონფლიქტში

30 სექტემბერს, ირანმა აზებაიჯანის საზღვართან მასშტაბური სამხედრო წვრთნების შესახებ დააანონსა. წვრთნების მიზანი იყო ირანის საბრძოლო მზაობის დემონსტრირება, ხოლო მისი სახელწოდება იყო „ხაიბარის დამპყრობლები“, რაც მინიშნება იყო 628 წლის ხაიბარის ბრძოლაზე, სადაც ადრეული მუსლიმებისა და ებრაელების პირველი შეტაკება მოხდა.

წვრთნების სახელიც და დროც სპეციალურად იყო შერჩეული; ირანმა ამით საკუთარი აგრესიული პოზიცია დააფიქსირა აზერბაიჯანისა და ისრაელის ურთიერთობების მიმართ და აჩვენა, რომ აზერბაიჯანი-თურქეთი-პაკისტანის სამხედრო წვრთნებიც კი თეირანს ვერ შეაკავებს ბაქოსთვის წინააღმდეგობის გაწევისგან.

აღნიშნულ წვრთნებს მოჰყვა აზერბაიჯანის მიერ ირანული სატვირთო მანქანების დაკავება მთიან ყარაბაღზე გამავალ გზის სადავო მონაკვეთზე. ეს ფაქტი პირდაპირი მიზეზი გახდა იმისათვის, რომ ირანს საკუთარი სამხედრო წვრთნების ჩატარება გაემართლებინა.

Eurasianet-ის თურქეთისა და კავკასიის ფილიალის რედაქტორმა, ჯოშუა კუცერამ ირანის სამხედრო წვრთნები დაახასიათა, როგორც უპრეცედენტოდ, ხოლო ირანის ყურადღების გაძლიერება აზერბაიჯანი-ისრაელის ურთიერთობების მიმართ თვალსაჩინოდ.

“ხაიბარის დამპყრობლები“ იყო ირანის მხირდან საკუთარი პოზიციის ცხადად დაფიქსირება რეგიონში ცვალებადი ძალთა ბალანსისა და კავკასიაში სამხედრო დინამიკის მიმართ, რაც გასულ წელს აზერბაიჯანის მიერ მთიან ყარაბაღში სომხეთის დამარცხებით იყო გამოწვეული.

 

რისკზე წასვლა

ირანი თვლის, რომ აზერბაიჯანის წარმატებაში თურქულთან ერთად, ებრაულ შეიარაღებასაც დიდი წვლილი მიუძღვის, რამაც ბაქოს თვალში ისრაელის სანდო პარტნიორის სახე გაამაყარა, რომელიც მას კავკასიაში საკუთარი პოზიციების გაძლიერებაში მხარს მომავალშიც დაუჭერს.

ირანს სურს კავკასიაში ისრაელზე, როგორც საგარეო ვექტორზე სურვილი აღკვეთოს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მას ყველაზე სუსტი გავლენა ჰქონდა მთიანი ყარაბაღის კონფლიქტზე. ასეთ მდგომარეობაში აზერბაიჯანი წარმოადგენს ირანის ცხად და გადაუდებელ სამიზნეს.

ირანი აზერბაიჯანის რეგიონულ მიზნებს აღიქვამს, როგორც ისრაელის ინტერესების გატარებად და მზადაა მუქარის გამოყენებით რეგიონული წინააღმდეგობა წამოიწყოს აზერბაიჯანის მიმართ, რათა ბაქომ თეირანის ინეტრესების სერიოზულად გაითვალისწინოს. ამგვარი პოლიტიკის შემთხვევაში, ირანის ამოცანა იქნება ხელი შეუშალოს ბაქოს მისი მიზნების მიღწევაში და უკან წააღებინოს ისე შეთანხმებები, რაც მას აქვს ოფიციალურ თელ ავივთან.

ირანის ამგვარი მიდგომა შეიძლება გამოყენებული იქნეს დაგეგმილი „ზანგეზურის დერეფნის“ განხორციელბაზე, რომელიც აზერბაიჯანს და ნახიჭევანის ავტონომიურ რეგიონს სომხეთის სიუნიკის პროვინციის გავლით დააკავშირებს. 2020 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებაში, ამ დერეფანზე გადაწყვეტილების მიღება მიიჩნევა ბაქოსთვის ერთ-ერთ მთავარ წარმატებად, რადგან ის პირდაპირ დააკავშირებს აზერბაიჯანს თურქეთთან.

როგორც „ატლანტიკური საბჭოს“ სტატიაში ირანელის ანალიტიკოსი აბას ქაიდარი აღნიშნავს, ზანგეზუროს დერეფანის გახსნა ირანში აღიქმება, როგორც ისრაელის კავკასიაში შემოსვლა.

6 ოქტომბერს, მოსკოვში ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰოსეინ ამირ-აბდოლაჰიანმა ხაზი გაუსვა ისრაელის საფრთხეს რეგიონული სტაბილურობისთვის და გაფრთხილება დააფიქსირა კავკასიაში, როგორც „რუკის ცვლილების“, ასევე „გეოპოლიტიკური ცვლილების“ შესახებ. ეს იყო ზანგეზურის დერეფანზე მინიშნება, რომელიც ირანის საზღვრის გასწვრივ, სომხეთის სამხრეთით გადის. ირანულმა მედია ამ დერეფანს აზერბაიჯანი-თურქეთი-ისრაელის გეგმად ნათლავს, რომ ირანულ-სომხური საზღვარი დაბლოკონ, ისრაელი შემოიყვანონ ირანის უახლოეს საზღვრებთან ირანის იმ სტრატეგიული გაფართოების დასაბალანსებლად, რასაც ის პალესტინაში, ლიბანსა და სირიაში ახორციელებს.

„ხაიბარის დამპყრობლები“ და აბდოლაჰიანის პოზიცია დიპლომატიურ წნეხს აძლიერებს აზერბაიჯანის სურვილზე ზანგეზურის დერეფანი გახსნას და მას სტრატეგიულ რისკად აქცევს. სომხეთი ირანული მხარდაჭერით სიუნიკზე დერეფნის გატარებას შეეწინააღმდეგება, რაც აზერბაიჯანს აიძულებს პროექტი ძალით განახორციელოს, როგორც ეს ოფიციალურმა ბაქომ განაცხადა. სამხედრო გამწვავება კი, ირანისთვის საბაბი იქნება სიტუაციის ესკალაცია მოახდინოს და მეტიც, შესაძლოა ოფიციალური ერევნის სამხედრო მოკავშირეც კი გახდეს.

აზერბაიჯანს შეუძლია მსგავსი სცენარი აირიდოს თავიდან, თუკი ის გაითვალისწინებს ირანის წუხილებს ისრაელის ინტერესებთან დაკავშირებით და ირანთან ერთად შექმნის სადაზვერვო ინფორმაციის გაზიარების ცენტრს ზანგეზურის დერეფნთან დაკავშირებით. თუკი ბაქო ამას არ გააკეთებს, ირანისთვის გამყარდება წარმოდგენა აზერბაიჯანის, როგორც კავკასიაში ისრაელის ინტერესების დამცველობაზე და შეეცდება ბაქოს წინააღმდეგ ნულოვანჯამოვანი პოლიტიკა გაატაროს ზანგეზურის დერეფანთან მიმართებით.

 

კავკასიური კავშირების შერყევა

ირანმა უკვე გამოხატა ნება ამის შესახებ, რომ ყურადღება გაამახვილოს აზერბაიჯანის აღმოსავლეთ-დასავლეთის კავშირებზე. ირანის ტრანსპორტის მინისტრის მოადგილე, ხეიროლა ხადემი 4 ოქტომბერს ერევანს ეწვია, რათა მხარი დაეჭირა ირანსა და სომხეთს შორის საგზაო კავშირების გააქტიურებისთვის. ირანულმა მედიამ ეს ვიზიტი უფრო ფართო მიზნების ჭრილში გააშუქა, როგორც თეირანის სურვილი, გვერდი აუქციოს აზერბაიჯანს და გააძლიეროს ირან-სომხეთის ვაჭრობა და შექმნას ახალი, ევროპაზე გასასვლელი სატრანსპორტო დერეფანი, რომელიც ირანი-სომხეთი-საქართველო-შავიზღვა-ბულგარეთი-საბერძნეთის მარშრუტს გააერთიანებს.

აქ საგულისხმო ის არის, რომ ირანს ამგვარი, უფრო მოკლე, სწრაფი და პრიორიტეტული მარშრუტი ევროპაზე უკვე აქვს „ჩრდილოეთ სამხრეთის სატრანსპორტო დერეფნის” (NSTC) სახით, რომელიც ევროპას ინდოეთი ოკეანესთან აკავშირებს ფინეთი-რუსეთი-აზერბაიჯანი-ირანის გავლით.

ამ მარშრუტის ალტერნატიული ვარიანტის შექმნა იქნება ირანის  მხრიდან აზერბაიჯანის მიმართ მისი მზარდი უკმაყოფილების დემონსტრირება, რომელიც ბაქოს ისრაელთან ურთიერთობითაა გამოწვეული. თეირანის ხედვით ის ახალი სატრანპორტო ქსელის შექმნით, პრობლემას შეუქმნის აზერბაიჯანის რეგიონულ სატრანზიტო დერეფნებს. მეტიც, აზერბაიჯანი ვერ უგულებელყოფს ირანის ამგვარ დამოკიდებულებას, რადგან ამ სატრანსპროტო დერეფნების განხორცილებას მხოლოდ ირანზე დაწესებული ამერიკული სანქციები აფერხებს.

ივლისში, ევროკავშირმა სომხეთის დასახმარებლად 3 მილიარდი დოლარის პაკეტის გამოყოფა დააანონსა, სადაც 600 მილიონი გამოყოფილია ჩრდილოეთ სამხრეთის საგზაო დერეფნის განხორციელების დასაჩქარებლად. ეს გზა ირანს სომხეთთან, სომხეთს საქართველოსთან, ხოლო საქართველოს შავი ზღვის გავლით, ევროპასთან, ბულგარეთსა და საბერძნეთს დააკავშირებს.

ამგვარი უპრეცედენტო დახმარება წარმოადგენს ევროპის განახლებულ ძალისხმევას, რომ შეამციროს თურქეთზე გამავალი კავკასია-ევროპის სავაჭრო მარშრუტზე დამოკიდებულება. ამგვარი ხედვა გახდა ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომ ევროკავშირმა და აშშ-მა ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო პროექტის დაფინანსება თავის დროზე შეამცირეს და შემდგომ უკვე მასში მონაწილე ქვეყნების შიდა რესურსების მეშვეობით იქნა შესაძლებელი 2017 წელს ამ პროექტის დასრულება.

აღსანიშნავია ისიც, რომ ინდოეთიც მზადაა ჩრდილოეთი სამხრეთის სატრანსპორტო დერეფნის აზერბაიჯანის მონაკვეთი კავკასიაში სომხეთი-საქართველო-შავი ზღვით ჩანაცვლდეს, აზერბაიჯანისა და თურქეთის პაკისტანთან უპირობო მოკავშირეობიდან გამომდინარე.

ირანში ინდოეთის ელჩმა, გადამ დარმენდრამ ამ სცენარზე ჯერ კიდევ მარტში მიანიშნა, ხოლო რამდენიმე დღეში, როდესაც NSTC-ის ვირტუალურ სამიტს ინდოეთი მასპინძლობდა, მათ აზერბაიჯანი გამიზნულად არ მიიწვიეს. ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, სუბრამანიამ ჯაიშანკარსაც 13 ოქტომბერს ერევანში ვიზიტისას აზერბაიჯანული მხარე არ უხსენებია, ისე დაასახელა სომხეთი NSTC-ის დაინტერესებულ მხარედ.

ამგვარად, აზერბაიჯანის სატრანსპორტო კავშირების გამოწვევა ირანისთვის დამაჯერებელი და გრძელვადიანი საგარეო პოლიტიკური ალტერნატივა შეიძლება გახდეს. აზერბაიჯანის ქმედებების მიმართ კრიტიკული საერთაშორისო გამოხმაურება, მის მიმართ ევროპისა და ინდოეთის შეცვლილი დამოკიდებულების და ირანი-სომხეთი-საქართველოს დერეფნის ალტერნატოვა, აზერბაიჯანის პოზიციებს მნიშვნელოვან დარტყმას აყენებს.

 

რუსული ფაქტორი

ირანის კონტრაზერბაიჯანული გეგმა გარკვეულ ეკვილიბრიუმშია სამხრეთ კავკასიაში რუსეთის გეოპოლიტიკურ პრეფერნეციებთანაც.

აზერბაიჯანი-სომხეთის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, რომელიც რუსეთის შუამავლობით შედგა, ერევანს ზანგეზურის დერეფნის გახსნას ავალდებულებს, თუმცა ამ დერეფნის ზედამხედევლობა, სხვა სომხეთ-აზერბაიჯანული გზებთან ერთად, რუსეთის ფედერაციის უსაფრთხოების სამსახურს (FSB) აქვს დავალებული. ეს იმის გამოხატულებაა, რომ რუსეთი ეთანხმება თურქეთის სამხედრო მხარდაჭერას აზერბაიჯანის მიმართ, რამაც მისი როგორც კავკასიაში ახალი ძალის სტატუსი გაამყარა, თუმცა პოსტსაბჭოთა სივრცეში თურქეთის ქმედებები რუსული ახლო დაკვრივების ქვეშ იქნება, რაც თავისთავად რუსეთის როლსაც კიდევ უფრო ზრდის ამ რეგიონში.

რუსეთისთვის ირანი-სომხეთი-საქართველოს დერეფანი შესაძლოა მისაღები იყოს, რადგან ამით ის თურქეთის წინსვლას სამხრეთ კავკასიაში დააბალანსებს. ეს დერეფანი გვერდს უვლის თურქეთს და განხორციელების შემთხვევაში თურქეთის, როგორც ევროპაზე უალტერნატივო გასასვლელის როლს, მნიშვნელოვან დარტყმას აყენებს.

თურქეთი ევროპაზე გასასვლელის ფუნქციით ბაქოს მის უპირობო გავლენის ქვეშ აქცევს და როგორც აზერბაიჯანელი ანალიტიკოსი რაჰიმ რაჰიმოვი ამბობს, აზერბაიჯანი თურქული გეოპოლიტიკური თამაშების უნებლიე მონაწილე ხდება, არამხოლოდ სომხეთ-აზერბაიჯანის კონტექსტის ჩარჩოებში, არამედ მის მიღმაც.

თუმცა, რუსეთის შესაძლებლობა, რომ როგორც განავითაროს, ასევე შეაფრეხოს ზანგეზურის დერეფნის მშენებლობა, თურქეთს აიძულებს პატივი სცეს მოსკოვის რეგიონულ მისწრაფებებს და მის წითელ ხაზებს.

მაგალითისთვის, რუსული რკინიგზა 2008 წლიდან მოყოლებული მთლიანად ფლობს და აკონტროლებს სომხეთის სარკინიგზო ინდუსტრიას, რაც საგზაო მარშრუტზე უფრო სწრაფი და იაფი ირანი-სომხეთი-საქართველოს სარკინიგზო კავშირის განხორციელების შემთხვევაში, აუცილებლად რუსულ თანხმობას საჭიროებს.

თუმცა ამასთანავე, რუსული თანხმობა ამ სარკინიგზო დერეფნის მშენებლობაზე, რაც მთელ რიგ ბარიერებს მოხსნიდა, თავად რუსეთს სატრანზიტო მოსაკრებლებისგან შემოსულ ფინანსებს მოაკლებს, რადგან NSTC-ის აზერბაიჯანი-რუსეთის მონაკვეთი სომხეთი-საქართველოს მონაკვეთით ჩანაცვლდება.

ამგვარად, რუსეთს შეუძლია ამ დერეფნით წონიანი სავაჭრო საკითხი შეიქმნას თურქეთსა და აზერბაიჯანთან ურთიერთობაში. ხოლო თავად დერეფნის პროექტით მანიპულირებით რუსეთის გარშემო სივრცეში – უკრაინიდან დაწყებული, კავკასიით გაგრძელებული და ცენტრალური აზიით დასრულებული – თურქეთის აქტიურობას დააბალანსებს.

რუსეთის ამგვარი მანიპულაციური პოზიცია ირანის ინტერესებს მოემსახურება, სადაც ასევე ჩართული იქნება ევროპული და ინდური ინტერესებიც.

 

დიდი ფსონები ევრაზიაში

ავღანელ შიიტებზე განგრძობადი ტერორისტული თავდასხმები ხორასანის ისლამური სახელმწიფოსგან და აზერბიჯანიდან მომდინარე რიტორიკა, ირანისთვის ქმნის აუცილებლობას ჩამოაყალიბოს ძალაზე ორიენტირებული მიდგომა ევრაზიაში საკუთარი ინტერესების დასაცვად.

ირანს 1979 წლის რევოლუციიდან მოყოლებული ისეთივე აქტიური პოზიციები არ ჰქონია, როგორც კავკასიაში, ასევე ავღანეთში, როგორც მას ახლო აღმოსავლეთის რეგიონში გააჩნდა. აშშ-ის გასვლა ავღანეთიდან და აზერბაიჯანის წარმატება მთიანი ყარაბაღის კონფლიქტში, ირანისთვის სიგნალი იყო, რომ ამ მიმართულებით მას პოლიტიკები ესაჭიროებოდა. ძალთა ბალანსისა და გეოპოლიტიკური სტატუს კვო შესანარჩუნებლად, ასევე საკუთარი ინტერესების უზრუნველსაყოფად ევრაზიის ამ დინამიურ რეგიონში, ირანისგან მოითხოვს გავლენის მქონე რეგიონული პოლიტიკური პოზიციების დაკავებას.

თითოეულ ძალაზე ორიენტირებულ სტრატეგიას, რომელიც ირანს შეუძლია აწარმოოს, თავის პრობლემურობა და გამოწვევები ახლავს თან, თუმცა ის უფრო მეტს სთავაზობს თეირანს, ვიდრე პასიური, დიპლომატიაზე ორიენტირებული პოზიცია.

 

ორიგინალი ტექსტი: https://thecradle.co/Article/analysis/3128