ირაკლი კობახიძე - მეცხრე მოწვევის პარლამენტი საშემოდგომო სესიაზე ისტორიულ გადაწყვეტილებას მიიღებს
12:23, 05.09.2017
ჩვენ ვცვლით ძალიან გაუმართავ კონსტიტუციას ძალიან დახვეწილი, ევროპული ტიპის კონსტიტუციით და ეს არის ისტორიული გადაწყვეტილება, რომელიც უნდა მიიღოს მეცხრე მოწვევის პარლამენტმა საშემოდგომო სესიაზე,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ბიუროს სხდომაზე განაცხადა, რომლითაც საშემოდგომო სესია გაიხსნა.
ირაკლი კობახიძემ დეპუტატებს საშემოდგომო სესიის გახსნა მიულოცა და განაცხადა, რომ მისაღებ გადაწყვეტილებებს შორის, განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი საქართველოს კონსტიტუციის გადასინჯვის კანონპროექტის მესამე მოსმენით მიღებაა.