• არსებობს თუ არა ჯერ კიდევ კონსტიტუციის პროექტის ირგვლივ პოლიტიკური პარტიების კონსენსუსის მიღწევის შანსი, რა მოხდება, თუ შეთანხმება ვერ შედგა, მიიღებს თუ არა მონაწილეობას ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში – მოძრაობა „შენების“ ერთ-ერთი დამფუძნებელი დავით უსუფაშვილი მთავარის შესახებ.
• რატომ ვერ იქცა საქართველოში პოლიტიკა კომპრომისის ხელოვნებად, იქცევა თუ არა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების გენერალურ რეპეტიციად, რა როლს თამაშობს რუსეთი ქართულ პოლიტიკაში – დამოუკიდებელ ექსპერტთა კლუბის პრეზიდენტი სოსო ცისკარიშვილი და ფსიქოლოგი რამაზ საყვარელიძე „მთავარში“.