„ცივი ომი – მოგზაურობა დღევანდელ წარსულში“ – ასე ჰქვია ზურაბ აბაშიძის ახალ წიგნს. გამოცემის პრეზენტაცია საგარეო საქმეთა სამინისტროში, ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიური სასწავლო ცენტრის ორგანიზებით გაიმართა.
შეკრებილებს წიგნის ავტორთან ერთად, სიტყვით მიმართეს საგარეო საქმეთა მინისტრმა, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა და გამომცემლობა „პალიტრა-ელის“ წარმომადგენელმა. ავტორის, ზურაბ აბაშიძის თქმით, ეს არის წიგნი მათთვის, ვისაც აინტერესებს მსოფლიოში მიმდინარე მოვლენები.