უკრაინის პრეზიდენტსა და ბრიტანეთის პრემიერს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. ამის შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკი „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე წერს. „ჩვენ ორიენტირებული ვიყავით შავი ზღვის მარცვლეულის ექსპორტზე. უკრაინამ უკვე წარმატებით გამოიყენა ალტერნატიული გზა. ჩვენ გვჭირდება პარტნიორები, რომლებიც დაგვეხმარებიან ოდესის რეგიონის საჰაერო თავდაცვის გაძლიერებაში, – წერს ვოლოდიმირ ზელენსკი. ამასთან, ბრიტანეთის მთავრობის წარმომადგენლის თქმით, სუნაკმა დაარწმუნა ზელენსკი, რომ დიდი ბრიტანეთი განაგრძობს პროგრესს დიდი შვიდეულის ქვეყნებთან რუსეთის მიერ შავი ზღვის მარცვლეულის ბლოკადის დაძლევაში.
უკრაინული მედიის ინფორმაციით, საუბრისას ვოლოდიმირ ზელენსკიმ და რიში სუნაკმა განიხილეს რუსეთის ფედერაციის მიერ შავი ზღვის მარცვლეულის ბლოკადის გავლენაც როგორც უკრაინაზე, ასევე მთელ მსოფლიოში სურსათის მიწოდებაზე.