ზელენსკი აშშ-ის თავდაცვის მდივანს შეხვდა

უკრაინის პრეზიდენტი შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანს, ლოიდ ოსტინს შეხვდა. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს. ვოლოდიმირ ზელენსკი ოსტინთან ერთად თავდაცვის ეროვნულ უნივერსიტეტს ეწვია, რა დროსაც სიტყვით გამოვიდა. როგორც ზელენსკიმ განაცხადა, მას იმედი აქვს, რომ კვლავ შეუძლია, დაეყრდნოს აშშ-ს და მოუწოდა კონგრესს, არ ითამაშონ პუტინის სასარგებლოდ. „ჩვენ ვიცით, რა უნდა გავაკეთოთ და შეგიძლიათ გქონდეთ უკრაინის იმედი. ასევე ვიმედოვნებთ, რომ შეგვიძლია თქვენ დაგეყრდნოთ“, – აღნიშნა ზელენსკიმ. კონგრესზე საუბრისას მან ასევე განაცხადა, რომ მნიშვნელოვანია, პოლიტიკამ არ უღალატოს ჯარისკაცებს.