ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის კავშირი ელექტროენერგიის მთავარ ქსელთან კვლავ გაითიშა, – ამის შესახებ ინფორმაციას ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო ავრცელებს. სააგენტოში განმარტავენ, რომ სადგური ელექტროენერგიის მიწოდებას სარეზერვო ხაზის მეშვეობით აგრძელებს.
ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური რუსებმა მარტის დასაწყისში დაიკავეს. ბოლო რამდენიმე კვირაა, გახშირდა სადგურის მიმდებარე ტერიტორიის დაბომბვები, რაშიც ორივე მხარე ერთმანეთს ადანაშაულებს. პირველი სექტემბრიდან სადგურზე მონიტორინგი გაერო-ს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს მისიამ დაიწყო.