ბათუმი „ზაფხულის ფესტივალს“ მასპინძლობს – მთავარი ლოკაცია „ანბანის კოშკია“, სადაც დეკორაციებითა და ინსტალაციებით გაფორმებულ სივრცეში სხვადასხვა ტიპის ღონისძიება მოეწყობა.
ფესტივალი 18:00 საათზე, დრამერების შოუთი და პანტომიმის მსახიობების კოსტიუმირებული მსვლელობით გაიხსნება. ფესტივალი ორდღიანია და ხვალ დასრულდება.