„ყინწვისის საქმის“ ახალი დეტალები

საქართველოს გენერალური პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტმა ე.წ. „ყინწვისის სპეცოპერაციის“ საქმეზე თორმეტი ყოფილი მსჯავრდებულის მიმართ, რომლებსაც სახელმწიფო ხელისუფლების დამხობის ბრალი ჰქონდათ შერაცხული, უკანონოდ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენების გადასინჯვის გადაწყვეტილება მიიღო.

პროკურატურის ინფორმაციით, ამ გადაწყვეტილებების მიღებამდე, საქმეზე ჩატარდა ხელახალი ობიექტური გამოძიება, დაიკითხნენ ახალი მოწმეები, ჩატარდა ათეულობით საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება და გამოძიებამ საქმეზე მოიპოვა უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც გამოირიცხა 12 პირის მიერ, რაიმე სახის დანაშაულის ჩადენის ფაქტი.

ამის საპირისპიროდ, ახალი გამოძიების შედეგად, გამოიკვეთა მსჯავრდებულების უფლებების არსებითი დარღვევის ფაქტები. გარდა ამისა, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 2 თებერვლის განაჩენით დადგინდა, რომ ე.წ. ყინწვისის საქმის სხვა 12, 315-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის ფაქტს ადგილი არ ჰქონია. შესაბამისად, სასამართლომ სრულად გაიზიარა მხარეთა პოზიციები და ახლად გამოვლენილ გარემოებებზე დაყრდნობით მსჯავრდებულთა მიმართ გამამართლებელი განაჩენი დაადგინა, რაც წარმოადგენს ახლად გამოვლენილ გარემოებას.

 

დატოვე კომენტარი