დავით ჭაკუას საქმე

დავით ჭაკუა პატიმრობაში რჩება – ე.წ. ციხის ბუნტის საქმეზე ერთ-ერთი მსჯავრდებულის გამამტყუნებელი განაჩენი სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა. სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ყოფილ მაღალჩინოსანს გამოძიება პატიმართა მიმართ დამამცირებელ და არაადამიანურ მოპყრობაში ადანაშაულებს. ადვოკატი გადაწყვეტილების ჯერ უზენაეს სასამართლოში, საჭიროების შემთხვევაში კი, სტრასბურგში გასაჩივრებას გეგმავს.