გამოძიება პატიმრის გარდაცვალების საქმეზე

21:28, 05.05.2025

რა მოხდა 23 იანვარს გლდანის ციხეში – სამი თვის წინ სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან კლინიკაში გადაყვანილი 46 წლის პატიმარი გუშინ საღამოს გარდაიცვალა.

გამოძიება მიმდინარეობს, ოჯახის, ადვოკატის, საავადმყოფოს და პენიტენციური სამსახურის ვერსიები ურთიერთსაწინააღმდეგოა. ოფიციალური ინფორმაციით, იოსებ გორგაძემ თავისა და სახის არეში მძიმე და მრავლობითი დაზიანებები მაღალი არტერიული წნევის გამო საპირფარეშოში დაცემის შედეგად მიიღო. პენიტენციური სამსახური ჩხუბსა და ძალადობის ფაქტს გამორიცხავს. ამ ვერსიას არ ენდობა ოჯახი და დაცვის მხარე, რომელიც დარწმუნებულია, რომ მსჯავრდებული სასტიკად სცემეს. საკუთარ პოზიციას ადვოკატი და ოჯახის წევრები კლინიკის სამედიცინო დასკვნით, დაზიანებების აღწერით და დამოუკიდებელი ექსპერტიზის დასკვნით ამყარებენ. გორგაძე სამთვენახევრის განმავლობაში „ვივამედის“ რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფებოდა. ის ციხეში ექვსი თვის წინ წალკაში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის გამო მოხვდა.

მსგავსი